ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში დედაქალაქის მერის მოადგილეები ასევე ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და ირაკლი აბესაძე იქნებიან

Read Time:54 Second
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ მამუკა ხაზარაძის გარდა, ​მოადგილეობის კიდევ სამი კანდიდატი – ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და ირაკლი აბესაძე წარადგინა.
 
ნიკა მელიას თქმით, ზურაბ ჯაფარიძეს დიდი მხარდაჭერა აქვს ახალგაზრდებში, რომლებიც ქვეყნის მომავალი არიან.
 
„ამ ადამიანს ყველაზე ბევრი მხარდაჭერა აქვს ახალგაზრდებში. ახალგაზრდებში, რომლებიც ჩვენი მოამავალია და რომლისთვისაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ თბილისში ცხოვრება და დასაქმება უხაროდეთ“,- განაცხადა მელიამ.
 
ელენე ხოშტარიაზე საუბრისას ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ის ყოველთვის ბრძოლის წინა ხაზზეა.
 
„ეს ადამიანი დამატებით ბევრ რამეს უზრუნველყოფს თბილისის საკეთილდღეოდ. მერიაში ავრცელებენ ჭორებს, რომ თუ ჩვენ დავმარცხდით, საკადრო წმენდა იქნებაო. არავინ, არცერთი ჩვენგანი არ ვაპირებთ ამას. არ არსებობენ კანდიდატები, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიაში იტყვიან, რომ დიახ, მისთვის მოვდივართ მერიაში, რომ თქვენ გაგყაროთ. მაგრამ ის შემადგენლობა, რომელიც არის, რომც მინდოდეს, დაუოკებელი სურვილი რომც მქონდეს, არც მამუკა ხაზარაძე, არც ზურა გირჩი ჯაფარიძე და არც ერთი ადამიანი, რომელსაც ახლა წარვადგენ, ამას არ გამაკეთებინებს, ვერც გავაკეთებ. მართვის ეს მოდელი სწორედ ამით განსხვავდება იმ მოდელისგან, რაც გვაქვს. ეს არის ადამიანი, რომელიც გამორჩეულია საკუთარი ენერგიით და ადამიანის უფლებების დაცვით. ბრძოლის წინა ხაზზე მიდის ხოლმე. რიგითობით ჩემზე წინ მიდის ხოლმე ბრძოლის წინა ხაზზე “,- განაცხადა მელიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკა მელიამ თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე წარადგინა
Next post რატი ბრეგაძე: „როდესაც დადგება საჭიროება, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მოხდება“