ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი არის ციხეში და სულ მცირე ექვსი წელი იქ იჯდება

Read Time:22 Second

არჩევნები მოვიგეთ და ამასთანავე მოვიგეთ მათი ეგრეთწოდებული რეფერენდუმიც. სააკაშვილი არის ციხეში და მინიმუმ 6 წელი კიდევ იქ იჯდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რუსთავში ვიზიტისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ეს აძლევს მოსახლეობას დამშვიდების საშუალებას და ქვეყნის დამშვიდების აუცილებელი პირობა არის „ნაცმოძრაობის“ დამთავრება.

„სამი წელი აღარ იქნება ამ ქვეყანაში არჩევნები და შესაბამისად აღარ ექნება „ნაციონალურ მოძრაობას“ არავითარი ბერკეტი არც პოლარიზაციისთვის, არც დესტრუქციის შემოტანისთვის და ამ სამ წელიწადში „ნაცმოძრაობა“ საბოლოოდ დასრულდება“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეროვნული ბანკი: დღეს დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მოქალაქეებს საქართველოს ეროვნული ბანკის სახელით უცნობი პირები დაუკავშირდნენ და მათ მიერ განხორციელებული საბარათე ტრანზაქციებით დაინტერესდნენ
Next post ნიკა მელიამ თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე წარადგინა