ნიკა გვარამია: რა კარგია ციხეში ყოფნა

Read Time:33 Second

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდზე იხდის სასჯელს, ციხიდან Facebook-პოსტს აქვეყნებს.

„ციხეში ყოფნის უპირატესობები. დიტომ მომინახულა და ფეისბუქის ამონარიდები შემომიტანა. საოცარი სურათია:

მიშა კვდება და ერი დუმს

ნობელიანტს კვალიფიკაციას უწუნებენ და ერი ისევ დუმს

„მთავარი არხი“ რეგიონებში „იმედს“ უგებს, ამ დროს „მთავარი“ სულს ღაფავს, „იმედი“ ფულში იხრჩობა, ერი აქაც დუმს. ევროპული ფონდები კრიტიკულ არხებს ფულს არ აძლევენ (მერე უკვირთ, რუსეთთან საინფორმაციო ომში 10:0 რომ მარცხდებიან)

სოსო (გოგაშვილი) ციხიდან უსტარს უსტარზე აგზავნის, ივანიშვილს ამხელს და თავის 15 მილიონიან ქონებას იცავს. სოსო (თოფურიძე) ისევ „ყველა ციხეში“-ს გაკივის და ოპოზიციას ამხელს.

გამაოგნებელი ამბები. გამაოგნებელი დუმილი. გამაოგნებელი სიბეცე. რა კარგია ციხეში ყოფნა“, – წერს ნიკა გვარამია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რიმა ბერაძე ნინო ლომჯარიას: რა გიშლით ხელს იმაში, თანაბრად იცავდეთ ყველა მოქალაქის უფლებას, განურჩევლად მისი პოლიტიკური კუთვნილებისა?
Next post თეა წულუკიანი: პრემიერს მაღალი დონის ვიზიტი ჰქონდა პრაღაში, ზოგიერთ მედიასაშუალებაში კი ისაა აქტუალური, თუ რა უთხრა მელიამ მგელიას