რიმა ბერაძე ნინო ლომჯარიას: რა გიშლით ხელს იმაში, თანაბრად იცავდეთ ყველა მოქალაქის უფლებას, განურჩევლად მისი პოლიტიკური კუთვნილებისა?

Read Time:45 Second

თქვენს მიმართ ხშირია ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ ეხმიანებით მხოლოდ გარკვეული პოლიტიკური ძალის მიმართ ჩადენილ შესაძლო უფლებაშემლახველ ფაქტებს და უგულებელყოფთ მმართველი ძალის წევრების მიმართ ჩადენილ ბულინგის აშკარა შემთხვევებს, განსაკუთრებით ქალი წევრები მყავს მხედველობაში. გთხოვთ გვიპასუხოთ, რა არის ამის რეალური მიზეზი და რა გიშლით ხელს იმაში, თანაბრად იცავდეთ ყველა მოქალაქის უფლებას, განურჩევლად მისი პოლიტიკური კუთვნილებისა?“ – ამ შეკითხვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რიმა ბერაძემ სახალხო დამცველს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს.

რიმა ბერაძემ სახალხო დამცველს ასევე მიმართა ანგარიშში წარმოდგენილ ქალთა საპატიმროში არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით. მისი თქმით, კარგი იქნებოდა, ანგარიშში ამ კუთხით ორმხრივი მიმართულება ყოფილიყო წარმოდგენილი.

„დღევანდელ ანგარიშში თქვენ ახსენეთ ქალთა საპატიმროში არასათანადო მო9პყრობის ფაქტები ქალებისადმი. სამწუხაროდ, ანგარიშში არ გიხსენებიათ ბოლო წლებში საპატიმროებში გაუმჯობესებული მდგომარეობა და დამოკიდებულება პატიმრების, განსაკუთრებით ქალი პატიმრების მიმართ.

კარგი იქნებოდა, თქვენს ანგარიშში ამ კუთხით წარმოდგენილი ყოფილიყო ორმხრივი მიმართულება. განსაკუთრებით იმ ქალბატონების მიმართ, რომლებსაც ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები და რამდენად დაცულია მათი უფლებრივი მდგომარეობა“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მაკრონმა უკრაინისთვის სპეციალური ფონდის შექმნა გამოაცხადა
Next post ნიკა გვარამია: რა კარგია ციხეში ყოფნა