თეა წულუკიანი: პრემიერს მაღალი დონის ვიზიტი ჰქონდა პრაღაში, ზოგიერთ მედიასაშუალებაში კი ისაა აქტუალური, თუ რა უთხრა მელიამ მგელიას

Read Time:35 Second

კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პრაღაში წარმატებული ვიზიტი ჰქონდა.

მისივე თქმით, ზოგიერთი მედიასაშუალებისთვის აქტუალურია არა სახელმწიფოს, ქართველი ხალხის სახელით პრემიერის წარმატებული ვიზიტი, არამედ ის, თუ რა ხდება „ნაცმოძრაობაში“.

„რა თქმა უნდა, კვლავ ვართ მომსწრე, რომ როდესაც პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფოს, ქართველების, ჩვენი ხალხის სახელით ასეთი დონის წარმატებული ვიზიტი ჩაატარა, ჩვენს ზოგიერთ მედიასაშუალებაში ეს კი არ არის აქტუალური, არამედ ის, რა უთხრა მელიამ მგელიას და პირიქით. ანუ ის, თუ რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომელიც ჩამოშლის პირას არის. არადა, ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ისაა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა მაღალი დონის შესანიშნავი, წარმატებული ვიზიტი. მინდა, მადლობა ვუთხრა მას და მთელ მთავრობის გუნდს, ვინც ამ ვიზიტის წარმატება უზრუნველყო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკა გვარამია: რა კარგია ციხეში ყოფნა
Next post შალვა პაპუაშვილი – ომბუდსმენის უფლებამოსილებაა ადამიანის უფლებათა დაცვაზე ზედამხედველობა და არა საგარეო პოლიტიკის ტაქტიკა