ნეგევის სამიტი – კეთილმეზობლური ურთიერთობების გამყარება

Read Time:1 Minute, 24 Second

ისრაელის სამხრეთით მდებარე კიბუცში, სდე-ბოკერში, სადაც თავისი ცხოვრების
ბოლო წლები, ისრაელის ერთერთმა დამფუძნებელმა დავით ბენ გურიონმა
გაატარა, რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობით
საერტაშორისო სამიტი გაიმართა.
სამიტს ისრაელის, აშშ-ის, ეგვიპტის, მაროკოს, ბაჰრეინის და არაბეთის
გაერთიანებული საემიროს საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ.
.
ისრაელი სამიტის მიმდინარეობისას ცდილობდა შეექმნა საერთაშორისო
კოალიცია, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის გარანტიო იქნება. საგარეო
საქმეთა მინისტრებმა განიხილეს ირანიდან მომავალი საფრთხის საწინააღმდეგო
თავდაცვითი ღონისძიებები. „ახალი რეგიონალური უსაფრთხოების
არქიტექტურა“ უკვე არსებული საფრთხეების მინიმიზირებისთვისაა
გამიზნული. სამიტზე ქვეყნების წარმომადგენლებმა უარი თქვეს აშშ-ის
ინიციატივაზე ირანის ისლამური გვარდია ტერორისტული ორგანიზაციების
სიიდან იყოს ამოღებული.
სამიტი მუდმივმოქმედი იქნება. მას სახელად „ნეგევის ფორუმი“ ეწოდა. მასზედ,
განიხილება რეგიონალური უსაფრთხოების შენარჩუნების გეგმები, აგრეთვე
ქვეყნებს შორის პოლიტიკური, და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება
და განმტკიცება.
არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა მინისტრის აბდალა ბენ
ზაიდის თქმით „ ეს ისტორიული მომენტია. ჩვენ ვცდილობთ შევცვალოთ
ისტორია და შევქმნათ უკეთესი მომავალი. ისრაელში ყოფნა, ჩვენთვის ახალი
შთაბეჭდლებაა. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი რეგიონის ნაწილია, ჩვენ
არაფერი ვიცოდით მის შესახებ. უნდა ავაშენოთ ხიდები, რომელიც მეტად
დაგვაახლოვებს. შეგვიძლია ერთად ვებრძოლოთ ტერორიზმს და განვამტკიცოთ
ჩვენი ურთიერთობა“.
ეგვიპტის საგარაო საქმეთა მინისტრი სამეხ შუქრი კი თვლის, „ არაბული,
ისლამური ქვეყნების ვალია ერთად ებრძოლონ ტერორიზმს და ექსტრემიზმს“.
მაროკოს საგარეო საქმეთა მინისტრის ნასერ ბურიტას აზრით, ამ ქვეყნის
წარმომადგენელთა მონაწილეობა ფორუმში არაა ოპორტუნიზმი. ეს ახალი
სტრატეგიაა, რომელიც მაროკოს სამეფოსა და ებრაელ ხალხს შორის
ურთოერთობაზეა დამყნობილი. თითქმის ყველა ებრაელს ყავს ნათესავი,
რომელიც მაროკოდანაა გამოსული და ეს ადასტრურებს ორი ხალხის ერთობას.

„ასეთი შეხვედრა პირველია, მაგრამ არა უკანასკნელი“ – თქვა ისრაელის საგარეო
საქმეთამინისტრმა იაირ ლაპიდმა. გადავწყვიტეთ სამიტი მუდმივმოქმედ
ფორუმად ვაქციოთ. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან და ყველაზე ერთგულ
მოკავშირე აშშ-სთან ერთად კარებს ვუხსნით რეგიონში მაცხოვრებელ ყველა
ხალხს. პალესტინელ არაბებსაც კი და ვთავაზობთ მათ უარი თქვან ტერორიზმსა
და ძალადობაზე და ერთობლივად ავაშენოთ მშვიდობიანი მომავალი პროგრესისა
და განვითარებისათვის“.
სერგი პოდრაჟანსკი იერუსალიმიდან
ისრაელის მთავრობის პ/ს ფოტო

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ გვამზადებენ კაპიტულაციისთვის, ჩვენ გვამზადებენ ჩაბარებისთვის ლოზუნგით – აბა ომი ხომ არ გინდათ?
Next post შალვა პაპუაშვილი – საქართველოს მთავრობას არანაირი განმარტება არ აქვს გასაკეთებელი, განმარტება უნდა გააკეთოს იმან, ვინც ბრალს წარადგენს, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა