მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ გვამზადებენ კაპიტულაციისთვის, ჩვენ გვამზადებენ ჩაბარებისთვის ლოზუნგით – აბა ომი ხომ არ გინდათ?

Read Time:1 Minute, 5 Second

“მინდა გითხრათ, რომ მთელი ეს პერიოდი უკრაინა ემზადება გამარჯვებისთვის და ჩვენ გვამზადებენ კაპიტულაციისთვის, ჩვენ გვამზადებენ ჩაბარებისთვის ლოზუნგით – აბა ომი ხომ არ გინდათ? – ამის შესახებ მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც ასევე გამოეხმაურა ბუჩას ტრაგედიას და იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს წინაშე დგას.

“მინდა გითხრათ, რომ მთელი ეს პერიოდი უკრაინა ემზადება გამარჯვებისთვის და ჩვენ გვამზადებენ კაპიტულაციისთვის, ჩვენ გვამზადებენ ჩაბარებისთვის ლოზუნგით – აბა ომი ხომ არ გინდათ?

მე მინდა ვუთხრა მათ, ვინც ჭამს ამ ლოზუნგს – მეგობრები, ომი და უბედურება დაიწყება მას შემდეგ, რაც ჩაგვაბარებენ.
2008 წელს მე გადავარჩინე თბილის ამ ტრაგედიას იმიტომ, რომ მთელი მსოფლიო დაგვიდგა გვერდით.
ბუჩა ჩაბარებული იყო იმ გაგებით, რომ ოკუპირებული იყო. ის ხალხი ვინც გაკოჭეს, დახოცეს, ყელი გამოჭრეს, იმ ხალხს არ ჰქონდა წინააღმდეგობის თავდაპირველი სურვილი, ის ხალხი უბრალოდ დახოცეს იმიტომ, რომ როდესაც ოკუპანტი შემოდის, ის მერე იწყებს სისხლისღვრას და მერე იწყებს ხოცვას.
გავიგოთ ის, რაც მთავარი საფრთხე გვაქვს, რომ თუ საქართველოს ჩააბარებენ, რუსები, რომლებიც შემოვლენ თბილისში, მათ ჩვენ ვეზიზღებით და მაშინ დაერევიან მოსახლეობას, მაშინ დახოცავენ ხალხს, მაშინ დაეპატრონებიან ჩვენს ქონებას, მაშინ გაანადგურებენ ქართველ ერს.
ის ხალხი ვინც დღეს კაპიტულაციაზე ლაპარაკობს, ჩაბარებაზე ლაპარაკობს. ის ხალხი არის ვინც გვამზადებს ძალიან დიდი სისხლის აბაზანებისთვის, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი გვქონდეს გაცნობიერებული. ჩვენ არა ვართ მოღალატეების ერი, ჩვენ ვართ მებრძოლი და თავმოყვარე ერი და ეს არაერთხელ დავამტკიცეთ, მათ შორის, 2008-ში როცა გადავარჩინეთ საქართველო” განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნატო-ში აშშ-ის წარმომადგენელი – ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა, რომ საქართველო და უკრაინა იყვნენ ჩვენთან ერთად, მინისტერიალებზე შეგვიძლია, მოვისმინოთ მათი საჭიროებები
Next post ნეგევის სამიტი – კეთილმეზობლური ურთიერთობების გამყარება