ნახეთ, მიხეილ ცაგარელის პროგნოზი საქართველო-საბერძნეთის მატჩზე და მიმართვა ფეხბურთელებს

Read Time:30 Second

საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩი 26 მარტს „დინამო არენაზე“ გაიმართება. გამარჯვებული გერმანიაში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

„როგორ არიან განწყობილი ვარსკვლავები ცის კაბადონზე საქართველოს ნაკრების მიმართ“, – ამ კითხვით „იმედის დილის“ ეთერში მიხეილ ცაგარელს მიმართეს.

„დადებითი განწყობა… ჩვენ ბიჭებს ვეტყვი, რომ 60-დან 75 წუთამდე – ეს არის დრო, როდესაც საქართველოს ნაკრები ძირითადად აგებს. ანუ უცებ რაღაც მოსდით, პასიურები ხდებიან და პანიკა ეწყებათ. ფსიქოლოგიური მომენტი ექნებათ გადასალახი. მერე ყველაფერი დალაგდება. მოუმატებენ თამაშს. მთავარია, ამ მონაკვეთში ყველამ მაქსიმალური მობილიზაცია მოახდინოს და არავითარ შემთხვევაში პანიკაში არ ჩავარდნენ. ყველაფერი კარგად იქნება, დამერწმუნეთ“, – ამბობს მიხეილ ცაგარელი და დასძენს, რომ „კარგია, თამაში რომ არის ხვალ და არა დღეს“.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
100 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ტრაგედია ქობულეთში – შემოვლით გზაზე ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა
Next post თუ სალომე ზურაბიშვილს მეტი რეიტინგი ექნება, რომ გაზომავს როზნერი, არ გაათავისუფლებს სააკაშვილს, თუ სააკაშვილს მეტი რეიტინგი ექნება, მაშინ შეიწყალებს – მამუკა მდინარაძე