თუ სალომე ზურაბიშვილს მეტი რეიტინგი ექნება, რომ გაზომავს როზნერი, არ გაათავისუფლებს სააკაშვილს, თუ სააკაშვილს მეტი რეიტინგი ექნება, მაშინ შეიწყალებს – მამუკა მდინარაძე

Read Time:25 Second

მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას გამოეხმაურა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ისაუბრა თავის მოლოდინებზე იმასთან დაკავშირებით შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილს.

„თუ სალომე ზურაბიშვილს მეტი რეიტინგი ექნება, რომ გაზომავს [პიარ კონსულტანტი ჯერემი] როზნერი, არ გაათავისუფლებს სააკაშვილს. თუ სააკაშვილს მეტი რეიტინგი ექნება, ის უფრო საჭირო კაცი აღმოჩნდება მათთვის და მაშინ შეიწყალებს. მოკლედ, რასაც დაავალებენ იმას გააკეთებს სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა მდინარაძემ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნითო ასობით ათასი ხელმოწერა შეაგროვეს, რომლებსაც სალომე ზურაბიშვილს გადასცემენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნახეთ, მიხეილ ცაგარელის პროგნოზი საქართველო-საბერძნეთის მატჩზე და მიმართვა ფეხბურთელებს
Next post მოსალოდნელია წვიმა, ძლიერი ქარი, შტორმი… – სინოპტიკოსების გაფრთხილება