„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის

Read Time:21 Second

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვასთან დაკავშირებით პარტიის გადაწყვეტილება საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ცოტა ხნის წინ გააცნო.

„ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში შესვლისკენ მმართველი გუნდის წევრები, პარლამენტში უკვე შესული ოპოზიციონერები და ქვეყნის დასავლელი პარტნიორები რამდენიმე თვის განმავლობაში მოუწოდებდნენ. მათი განცხადებით, პრობლემები საკანონმდებლო ორგანოში მუშაობით უნდა გვარდებოდეს და არა – ქუჩაში, აქციებით. მიუხედავად მოწოდებებისა, „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ „ცხელ გაზაფხულს“ აანონსებდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა: ვწუხვართ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ “ არ გამოიყენა შესაძლებლობა, შეერთებოდა სხვა საპარლამენტო პარტიებს და 19 აპრილის შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა
Next post ვიოლა ფონ კრამონი „ნაცმოძრაობაზე“: პოლიტიკური პასუხისმგებლობისთვის თავის არიდება არაკონსტრუქციული პოლიტიკის ნიშანია