ვიოლა ფონ კრამონი „ნაცმოძრაობაზე“: პოლიტიკური პასუხისმგებლობისთვის თავის არიდება არაკონსტრუქციული პოლიტიკის ნიშანია

Read Time:21 Second

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას ეხმაურება. ამის შესახებ ფონ კრამონმა Twitter-ზე დაწერა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, ამ ეტაპზე ხელი არ მოაწეროს 19 აპრილის შეთანხმებას. ეს შეთანხმება ხელს უწყობს საქართველოს უკეთესი მართლმსაჯულების სისტემისა და უფრო სამართლიანი პარლამენტის ჩამოყალიბებას. პოლიტიკური პასუხისმგებლობისთვის თავის არიდება და დანარჩენი ოპოზიციის ხარჯზე კმაყოფაზე ყოფნა არაკონსტრუქციული პოლიტიკის ნიშანია“, – წერს ფონ კრამონი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის
Next post 31 მაისი პოლიციელის პროფესიული დღეა