ნატო ჩხეიძე – სააკაშვილი ყველანაირად მოემზადა აქ ჩამოსასვლელად, დაახლოებით ისე, კოსმონავტები რომ მიდიან ხოლმე კოსმოსში და წვრთნას გადიან

Read Time:28 Second

ოპოზიციონერი დეპუტატი ნატო ჩხეიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველანაირად მოემზადა საქართველოში ჩამოსასვლელად.

ნატო ჩხეიძის შეფასებით, სააკაშვილი მოემზადა არა მხოლოდ ფსიქოლოგიურად, არამედ ფიზიკურადაც კი.

„ჩვენ ყველა ვხედავთ და ვიცით, როგორი ამორალური ზნეობის ხელისუფლება ჰყავს ახლა საქართველოს, ცხადია, მანაც ეს იცოდა. ვფიქრობ, ყველანაირად მოემზადა აქ ჩამოსასვლელად, არა მხოლოდ ფსიქოლოგიურად, არამედ ფიზიკურადაც კი. აი, დაახლოებით კოსმონავტები რომ მიდიან ხოლმე კოსმოსში და წვრთნას გადიან, რათა იმ არაადამიანურ პირობებს შეაგუონ საკუთარი სხეული ფიზიკურად და ფსიქოლოგიაც.

ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილმა ასეთი წვრთნა დიდი ხანია, დაიწყო, რადგან სხვანაირად იმ გარემოებას, რა გარემოებაშიც ახლა მოაქციეს, ვერანაირად ვერ გაუძლებდა“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ „მთავარი არხის“ ეთერში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრემიერი გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციაზე: მინდა ვისურვო, რომ კახა კალაძემ მომდევნო 4 წელიწადში კიდევ ბევრი ასეთი პროექტით გაახაროს თბილისი და თბილისელები
Next post იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისში ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ იმისთვის, რომ საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ