პრემიერი გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციაზე: მინდა ვისურვო, რომ კახა კალაძემ მომდევნო 4 წელიწადში კიდევ ბევრი ასეთი პროექტით გაახაროს თბილისი და თბილისელები

Read Time:45 Second

ვულოცავ ამ უბნის მცხოვრებლებს, 200-მდე ოჯახი დღეს შევიდა განახლებულ საცხოვრებელ სახლებში და ეს მათთვის ძალიან დიდი მოვლენაა. მინდა ვისურვო, რომ კახამ შეძლოს მომდევნო 4 წელიწადში კიდევ ბევრი ასეთი პროექტით გაახაროს თბილისი და თბილისელები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში, გუდიაშვილის განახლებული მოედნის გახსნაზე განაცხადა.

„ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და ამ მართლაც არაჩვეულებრივი, განახლებული გუდიაშვილის მოედნის გახსნა. პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო კახა კალაძეს, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ბოლო 4 წლის განმავლობაში იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაელამაზებინა ჩვენი უნიკალური და ულამაზესი დედაქალაქი. ვიმყოფებით რა ამ ისტორიულ უბანში, კიდევ ერთხელ გვახსენდება, თუ რაოდენ დიდია პასუხისმგებლობა ჩვენი ქალაქის წინაშე, თუ როგორი ძვირფასი და უნიკალური ქალაქი გვაქვს. ამ პროცესში კახამ ძალიან ბევრი გააკეთა. ვულოცავ ამ უბნის მცხოვრებლებს, 200-მდე ოჯახი დღეს შევიდა განახლებულ საცხოვრებელ სახლებში და ეს მათთვის ძალიან დიდი მოვლენაა. მინდა ვისურვო, რომ კახამ შეძლოს მომდევნო 4 წელიწადში კიდევ ბევრი ასეთი პროექტით გაახაროს თბილისი და თბილისელები“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი რეკლამა შეურაცხმყოფელია ეტლით მოსარგებლე პირებისთვის
Next post ნატო ჩხეიძე – სააკაშვილი ყველანაირად მოემზადა აქ ჩამოსასვლელად, დაახლოებით ისე, კოსმონავტები რომ მიდიან ხოლმე კოსმოსში და წვრთნას გადიან