იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისში ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ იმისთვის, რომ საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ
„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისში ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ იმისთვის, რომ საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ.
როგორც ხახალეიშვილმა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ლაივ-ჩართვისას განაცხადა, ახალგაზრდებთან არაერთი შეხვედრის შედეგად შედგა ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც ახალ საკრებულოს წარედგინება.
„ჩვენ ქალაქში გვყავს 13 ათასამდე ახალგაზრდა, ეს არის უდიდესი რესურსი ჩვენი ქალაქისთვის და ერთმანეთის რესურსი უნდა გამოვიყენოთ.
ჩემი და ჩემი გუნდის უმთავრესი გამოწვევა იქნება ის, რომ ამ ახალგაზრდებს მივცეთ იმის საშუალება, რომ ქალაქში თუნდაც სტუდენტობის დროს, ვიდრე დიპლომირებული სპეციალისტები იქნებიან, მაქსიმალურად მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზება.
ეს იქნება ჩვენთვის უზღვავი რესურსი და ძალიან წარმატებული რესურსი, თუნდაც თითზე ჩამოსათვლელი პროექტების შექმნაც კი ქალაქისთვის არის უმნიშვნელოვანესი და ამიტომაც ჩვენ ბიუჯეტში გქონდა და გაისადაც გვექნება კიდევ უფრო თანხა ახალგაზრდული ინიციატივებისთვის და იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც შეძლებენ, რომ იმუშაობა ახალგაზრდულ პროექტებზე.
ასევე უკვე მომზადებულია და ახალ საკრებულოს წარედგინება ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც ახალგაზრდებთან არაერთი შეხვედრის შემდეგ შექმნილი დოკუმენტია და მასში ზუსტად წერია, როგორი უნდა იყოს ქუთაისში ახალგაზრდული პოლიტიკა, რა სივრცეები უნდა გავაკეთოთ ახალგაზრდებისთვის და ა.შ“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
მისივე თქმით, ახალგაზრდებთან ერთობლივი მუშაობა გაგრძელდება.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ძლიერი სეტყვა კახეთში – რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში
კახეთში, ძლიერი სეტყვაა. კადრებს სოციალურ ქსელში „ფეისბუქ“ მომხმარებლები აქვეყნებენ.
სურამში სატვირთო ხრამში გადავარდა – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
სურამში სატვირთო ავტომობილი ცენტრალური მაგისტრალიდან ხრამში გადავარდა. ადგილზე პოლიცია და სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. მაშველებმა მძღოლის მანქანიდან გამოყვანა შეძლეს. დაშავებული სამედიცინო...
ბათუმში, 31 წლის ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა – მას ორი შვილი დარჩა
31 წლის ქალი შუახევიდან ბათუმის ერთ-ერთ სამშობიაროში ორი დღის წინ შეიყვანეს. სამედიცინო ცენტრში, მარეხი მაკარაძემ საკეისრო კვეთით იმშობიარა. მეუღლე ჰყვება,...
სულ მალე ბაღდათის მუნიციპალიტეტს ღვინის ლაბორატორია ექნება
Giz -ის პროექტით „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL)-ს ფარგლებში , მუნიციპალიტეტი 500 000...
ტრაგედია ქობულეთში – შემოვლით გზაზე ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა
ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან....
რუსთავში ავტომობილი გაჩერებაზე შევარდა
რუსთავში, კლდიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, „რენოს“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა,...