ნანა ქადაგიშვილი-2003 წელს, ბანკში, რომელშიც ჩემმა მეუღლემ ინვესტორები შემოიყვანა, მოვიდა გივი თარგამაძე და  რევოლუციის დასაფინანსებლად, დიდი თანხა მოითხოვა, კატეგორიული უარის შემდეგ, შავ სიაში შეგვიყვანეს.ჩემი მეუღლე 8 წელი, მე კი 5 თვე მამყოფეს ციხეში.

Read Time:1 Minute, 16 Second
„2003 წელს, ბანკში, რომელშიც ჩემმა მეუღლემ ინვესტორები შემოიყვანა, მოვიდა გივი თარგამაძე და  რევოლუციის დასაფინანსებლად, დიდი თანხა მოითხოვა, კატეგორიული უარის შემდეგ, შავ სიაში შეგვიყვანეს“
„რევოლუციის შემდეგ, სპეცრაზმით – ავტომატებითა და ნიღბებით შემოცვივდნენ ბანკსა და თანამშრომლების ოჯახებში“
24 საათის განმავლობაში, ბანკის თანამშრომლები იატაკზე დაყრილები ჰყავდათ და სახლში არ უშვებდნენ,
ერთ დღეში, ყველა დაჭერილს დააბრალეს ფულის გათეთრება და თავიანთ ხელში აიღეს ბანკის მართვა.
ჩემი მეუღლისა და უფროსი ვაჟის დაკავების შემდეგ, მეც კი, დიასახლისი, რომელსაც საბანკო საქმის არაფერი მესმოდა, დამაპატიმრეს.
ბადრი პატარკაციშვილი რომ არა, ჩემი შვილი მკვდარი იქნებოდა – მისთვის არაფერი არ მითხოვნია, მაგრამ სახლში გამომიგზავნა თანხა, რომლის გადახდასაც ჩვენგან მოითხოვდნენ, ამით გადარჩა ჩემი შვილი.
ჩემი მეუღლე 8 წელი, მე კი 5 თვე მამყოფეს ციხეში – ამის გახსენებაც კი მზარავს.
საკნის ფანჯარაზე მინებიც კი არ გვქონდა – ზამთარში, ქურთუკებით, ფეხსაცმლით გვეძინა და დღეს, ეს ე.წ. პრეზიდენტი, თურმე, ლეიბსა და ტელევიზორს ითხოვს, ერთი ჩვენ გვკითხოს, რა პირობებში ვიყავით“
არც გვბანდნენ, არც საჭმელს გვაძლევდნენ, ფრჩხილის დაჭრაზეც კი ზედმეტი იყო საუბარი, რომ დავიჩივლებდით, უარესს გვიკეთებდნენ – ციხიდან, უამრავი დაავადება წამოვიღე, მუნიც კი.
საჭმელი, რომელსაც პატიმრებს აჭმევდნენ, იყო წიწიბურა, რომელიც ისეთი ზეთისგან მზადდებოდა, რომ თუ ცხელს არ შეჭამდი, პლასტიკატივით ხდებოდა, ასეთ საჭმლის მიღებით, რა თქმა უნდა, ადამიანს ნაღვლის ბუშტი გადაუგვარდება
6 თვე, ჩემს შვილს, რომელსაც კენჭის გავლა ჰქონდა, აწამებდნენ, გამაყუჩებელს არ უკეთებდნენ, მიმქონდა წამალი და უკან მიბრუნებდნენ
ჩემი შვილი ციხიდან რომ გამოვიდა, პრაქტიკულად, მე-4 სტადიის ციროზი ჰქონდა“
თუ სააკაშვილი გვიყურებს, მინდა, გავაფრთხილო – ძალიან ჭკვიანად იყოს და ნუ გააგიჟებს 300 ათას ქართველს, თუ სამუდამოს არ მიუსჯიან, ეს ადამიანები მას ლინჩის წესით გაასამართლებენ.
მასზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყოლია – ისაა ყველაზე დიდი ბანდიტი და ყაჩაღი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალეკ ბოლდუინი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია:ნიუ-მექსიკოში ფილმის გადაღების დროს ჰოლივუდის მსახიობმა, ალეკ ბოლდუინმა სარეკვიზიტო იარაღით ერთი ქალი მოკლა, მამაკაცი კი დაჭრა
Next post ნანა ქადაგიშვილი-6 თვე, ჩემს შვილს, რომელსაც კენჭის გავლა ჰქონდა, აწამებდნენ, გამაყუჩებელს არ უკეთებდნენ, მიმქონდა წამალი და უკან მიბრუნებდნენ ჩემი შვილი ციხიდან რომ გამოვიდა, პრაქტიკულად, მე-4 სტადიის ციროზი ჰქონდა“