ნათია თურნავა: მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო გარდაცვლილი ახალგაზრდა უცხოელი ადამიანის მშობლების, ოჯახის მიმართ

Read Time:41 Second

მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო გარდაცვლილი ახალგაზრდა უცხოელი ადამიანის მშობლების, ოჯახის მიმართ, იმიტომ რომ მართლაც სამწუხარო შემთხვევაა, ბოლომდე გვქონდა იმედი, რომ ცოცხალს ვიპოვიდით, – ასე გამოეხმაურა ნათია თურნავა თბილისში ავსტრალიელი შანაე ბრუკის მკვლელობას. ამ თემაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვიცი, რომ ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები სამძებრო ღონისძიებებში, შემდეგ უკვე მიმდინარეობს გამოძიება ყველა წესის დაცვით. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება შედეგს დადებს. დაგეთანხმებით, რომ მსგავსი თუნდაც ერთეული შემთხვევა, რა თქმა უნდა, ჩვენ დარტყმას გვაყენებს, იმიტომ რომ გვინდა ვიყოთ იდეალურები. თუმცა იდეალური ვითარება არსად არ არსებობს. გაცილებით უფრო განვითარებულ, ტრადიციულ ტურისტულ ბაზრებზეც კი, სამწუხაროდ, ხდება კრიმინალური შემთხვევები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ეს საფრთხე, მაგრამ ფაქტია, რომ სამწუხაროა, ძალიან არასასიამოვნოა, თუმცა ხედავთ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო, კოვიდპანდემიისა და ცვალებადი ვითარების მიუხედავად, კვლავ მასპინძლობდეს ათასობით ტურისტს“, – აღნიშნა თურნავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დმანისის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ „ტვ პირველს“ სიცრუეში ამხელს
Next post ლევან დავითაშვილი ბიუჯეტში გამოყოფილია 100 მლნ ლარი. ეს საკმაოდ დიდი რიცხვია, მაგრამ აუცილებელი საჭიროება იმისათვის, რომ ღვინის სექტორის სტაბილურობა და განვითარების პერსპექტივები შევინარჩუნოთ