ლევან დავითაშვილი ბიუჯეტში გამოყოფილია 100 მლნ ლარი. ეს საკმაოდ დიდი რიცხვია, მაგრამ აუცილებელი საჭიროება იმისათვის, რომ ღვინის სექტორის სტაბილურობა და განვითარების პერსპექტივები შევინარჩუნოთ

Read Time:1 Minute, 57 Second

სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტში გამოყოფილია 100 მლნ ლარი. ეს არის საკმაოდ დიდი რიცხვი, მაგრამ აუცილებელი საჭიროება იმისათვის, რომ ღვინის სექტორის სტაბილურობა და განვითარების პერსპექტივები შევინარჩუნოთ”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ მათავრობის სხდომაზე.

„წელს ველოდებით საკმაოდ კარგი ხარისხის მოსავალს; რაოდენობაშიც გვაქვს ზრდა. ბატონო პრემიერო, თქვენ ახსენეთ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაშენებული ვენახები და ეს ტენდენცია გრძელდება. მიმდინარე წელს, პანდემიის გამო, გარკვეული დისბალანსი ნედლეულსა და კერძო კომპანიების მოთხოვნებს შორის მაინც არსებობს და არა მხოლოდ საქართველოში; მინდა განვმარტო, ასეთი რთული სიტუაცია მეღვინეობის სექტორში შექმნილია პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს ექსპორტის ზრდა და წელს ველოდებით მონაცემთა კიდევ უფრო გაუმჯობესებას, თუმცა ეს არის არის საკმარისი; ზრდის მოლოდინი კიდევ უფრო მეტი იყო. ჩვენ ვგეგმავდით, დაახლოებით, 15-20 %-იან ზრდას, რეალური ზრდა კი, 7-8 %-ის ფარგლებშია, რაც საკმარისი არ არის; შესაბამისად, სახელმწიფოს უწევს ინტერნვენცია, რომ დააბალანსოს ფასები, ფერმერებს შრომის ანაზღაურება იყოს ადეკვატური და შევინარჩუნოთ მოტივაცია, რომ მათ განაგრძონ საქმიანობა მომავალ წლებშიც.

წელს ველოდებით, დაახლოებით, 300 000 ტონა ყურძნის ინდუსტრიულად გადამუშავებას. ეს იქნება მორიგი რეკორდი დამოუკიდებლობის პირობებში, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ მომავალში უნდა გავზარდოთ ექსპორტი, გავასამმაგოთ, რაც 10 წლიან გეგმაშიც წარმოვადგინეთ, საჭიროა სანედლეულო ბაზის ზრდა და ქვეყანში ვენახების გაშენების ტენდენციის და ახალი წარმოებების შექმნის გაგრძელება.
სწორედ ამიტომ ,ჩვენი პასუხისმგებლიანი გადაწვეტილებაა წელსაც ჩავერიოთ, დავაბალანსოთ, კოვიდის შედეგები შევუმსუბუქოთ, როგორც მევენახე-ფერმერებს ისე ღვინის საწარმოებს, იმისთვის, რომ დარგის სტაბილური განვითარება შევინარჩუნოთ მომავალი წლებისთვის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროს მხრიდან სრული მზადყოფნაა, რომ ორგანიზებულად ჩატარდეს რთველის პროცესი.

„თითქმის ყველა ფერმერთან გვქონდა კომუნიკაცია. 2014 წლიდან დაწყებული გვაქვს ვენახების ელექტრონული პასპორტიზაცია. ეს არის ქართული ღვინის ხარისხის კონტროლის უმნიშვნელოვანესი ელემენტი. მიმდინარე წელს, კახეთის და რაჭა-ლეჩხუმის მთელი რეგიონი დაფარული იქნება ელექტორნული პასპორტებით ანუ გვექნება ზუსტი მონაცემები თთოეულ ვენახში არსებული სიტუაციის შესახებ და, შესაბამისად, გვექნება სრული ინფორმაცია მოსავლიანობაზე, რათა ქართულ ღვინოში მიკვლევადობის ხარისხი, რაც შემდგომში სანდოობას განაპირობებს, იყოს მაქსიმალურად მაღალ დონეზე. დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებულად კარგად ორგანიზებული იქნება მიმდინარე წლის რთველი. მინდა სამინისტროს თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო – პანდემიის პერიოდში არ გაგვიჩერებია სამუშაო პროცესი.

იმედი გაქვს, რომ რთველისთვის სრულად იქნება მოცული ყველა ვენახი, თუმცა, გვაქვს ალტერნატივაც, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ფერმერი ვერ მოახერხებს რეგისტრაციას, მათ რთველის განმავლობაშიც შეეძლებათ დარეგისტრირება. მოვუწოდებ ჩვენს მევენახე ფერმერებს, რომ გაიმარტივონ პროცესი, იმისათვის, რომ უფრო ადვილი იყოს ჩაბარება, არ ჰქონდეთ შეფერხება, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი რიგები, წინასწარ მოახდინონ თავიანთი ვენახების ელექტრონული რეგისტრაცია, რაც შესაძლებელია კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში. ბატონო პრემიერო, ვფიქრობ, თქვენი მხარდაჭერით ყველაფერია გაკეთებული, რომ ჩვენი სამინისტრო ამ გამოწვევებს გაუმკლავდეს”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნათია თურნავა: მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო გარდაცვლილი ახალგაზრდა უცხოელი ადამიანის მშობლების, ოჯახის მიმართ
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: სწორედ ჩვენი მთავრობის ხელშეწყობით გავხსენით ბაზრები ჩვენი ფერმერებისა და ბიზნესებისთვის