დმანისის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ „ტვ პირველს“ სიცრუეში ამხელს

Read Time:30 Second

ინფორმაცია დამალეს, სკანდალი აღარ გამოუვიდოდათ – დმანისის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ „ტვ პირველს სიცრუეში“ ამხელს. კობა მურადაშვილი „ქართულმა ოცნებამ“ დმანისის მერობის კანდიდატად წარადგინა. სწორედ მასზე იყო საუბარი „ტვ პირველის“ გადაცემაში, სადაც მურადაშვილის მიმართ გამოითქვა ბრალდება, რომ ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დაითხოვეს თითქოსდა “სკანდალის” გამო. კობა მურადაშვილი აღნიშნულ საკითხს “კვირასთან” მცირე ინტერვიუში გამოეხმაურა.

“ტვ პირველის ჟურნალისტს ინტერვიუში ვუთხარი, რატომ წამოვედი სამსახურიდან, მალე გაიგებთ-მეთქი… მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეოთხე დღეა მერობის კანდიდატების სიები მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა, სიუჟეტში ეს ამბავი არ მოხვდა! რატომ? იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში მათ პრიმიტიულ ტყუილს საფუძველი გამოეცლებოდათ! ძალიან უხერხულია ეს ყველაფერი მათი მხრიდან”, – განაცხადა მურადაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო, საქართველოში არ იმოგზაურონ
Next post ნათია თურნავა: მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო გარდაცვლილი ახალგაზრდა უცხოელი ადამიანის მშობლების, ოჯახის მიმართ