ნათია თურნავა: აზერბაიჯანსა და სომხეთში სამოქალაქო დანიშნულების სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვა შეუფერხებლად ხორციელდება

Read Time:53 Second

საქართველოს გავლით სამოქალაქო დანიშნულების სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვა შეუფერხებლად ხორციელდება როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის მიმართულებით. ამაზე მეტყველებს საზღვრის კვეთის სტატისტიკა, რომელიც კონფლიქტის განახლების მომენტიდან პრაქტიკულად არ შეცვლილა და ყოველდღიურად დაახლოებით 750-800 სატვირთო ავტომობილი კვეთს საქართველო-აზერბაიჯანისა და საქართველო-სომხეთის საზღვრებს, – ამის შესახებ უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

„საქართველოს ჩვენს რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია რეგიონის ეკონომიკის განვითარებისთვის და ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების გამართული ფუნქციონირებისთვის. საქართველოს გავლით სამოქალაქო დანიშნულების სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვა შეუფერხებლად ხორციელდება როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის მიმართულებით. ამაზე მეტყველებს საზღვრის კვეთის სტატისტიკა, რომელიც კონფლიქტის განახლების მომენტიდან პრაქტიკულად არ შეცვლილა და ყოველდღიურად დაახლოებით 750-800 სატვირთო ავტომობილი კვეთს საქართველო-აზერბაიჯანისა და საქართველო-სომხეთის საზღვრებს. გარდა ამისა, კონკრეტულად სომხეთის სამოქალაქო ტვირთების კიდევ უფრო მეტი უსაფრთხოებისთვის ავამოქმედეთ საბაჟო-გამშვები პუნქტი ნინოწმინდა-ბავრა, რომელიც ძალიან მაღალი ინტენსივობით ემსახურება ტვირთებს. ამ კუთხით რაიმე შეფერხებას ადგილი არ აქვს და არც ექნება. საჰაერო გზებით სამოქალაქო ტვირთების სატრანზიტო გადაზიდვა ასევე ხორციელდება შეუფერხებლად. ამ მიმართულებით არანაირი შეზღუდვა არ დაგვიწესებია და არც მომავალში დავაწესებთ. იმედს გამოვთქვამთ, რომ მშვიდობა რეგიონში მალე აღდგება და ეს არის ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“, – განაცხადა თურნავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ზალკალიანმა საერთაშორისო თანამეგობრობას მთიან ყარაბაღში ვითარების დეესკალაციისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა
Next post გრიგოლ ლილუაშვილი სოციალურ მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა