დავით ზალკალიანმა საერთაშორისო თანამეგობრობას მთიან ყარაბაღში ვითარების დეესკალაციისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა

Read Time:1 Minute, 0 Second

ყველას კარგად გვესმის, რომ ვითარების შემდგომი ესკალაცია უაღრესად ნეგატიურ გავლენას იქონიებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო აქტორებს, მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობები და დეესკალაციის მიმართულებით გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, – ამის შესახებ უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

„მოგეხსენებათ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგი სამხედრო დაპირისპირების შედეგად შექმნილია უაღრესად რთული ვითარება. სამწუხაროდ, საომარი მოქმედებების გამო ვერ ხერხდება დიალოგის განახლება. ყველას კარგად გვესმის, რომ ვითარების შემდგომი ესკალაცია უაღრესად ნეგატიურ გავლენას იქონიებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო აქტორებს, მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობები და დეესკალაციის მიმართულებით გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. ჩვენ ვმოქმედებდით, ვმოქმედებთ და მომავალში ვიმოქმედებთ ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობებიდან გამომდინარე. საქართველო ყოველთვის იყო და არის ერთგული თავისი ვალდებულებების, როგორც მეზობლების მიმართ, ისე საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო საქართველოს მთავრობამ ესკალაციის დაწყებისთანავე გადადგა მნიშვნელოვანი და ქმედითი ნაბიჯები.

„ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი იყო ის, რომ დროებით შეჩერდა ნებართვების გაცემა თავის ტერიტორიაზე სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით. ამის თაობაზე ჩვენი პარტნიორები იყვნენ ინფორმირებული, ჩვენ მათთან მუდმივ კონტაქტზე ვართ. რაც შეეხება ნებისმიერ სხვა საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებს, ქართული მხარე ასრულებს და მომავალშიც შეასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვახტანგ გომელაური: ქართული მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას, ხელი შეუწყოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარების განმუხტვას
Next post ნათია თურნავა: აზერბაიჯანსა და სომხეთში სამოქალაქო დანიშნულების სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვა შეუფერხებლად ხორციელდება