მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დიდ თოვლობისგან მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოებს დავით ნოზაძე გუდამაყარში გაეცნო

Read Time:1 Minute, 11 Second

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე გუდამაყარში ძლიერი ნალექის მიერ  გამოწვეული პრობლემების ლიკვიდაციის  პროცესს  ადგილზე გაეცნო. მხარის რწმუნებულის განცხადებით, ინტენსიურმა თოვამ პრობლემები შეუქმნა ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ თითქმის ყველა სოფელს.

თოვლმა დააზიანა ელექტრო გადამცემი ხაზები, ასევე თოვლით იყო დაფარული როგორც ცენტრალური ისე  სოფლებამდე მისასვლელი გზები.

„ენერგო პრო ჯორჯიას თანამშრომლებმა აღდგენითი სამუშაობი უკვე დაასრულეს. ამ დროის მონაცემებით, გუდამაყრის სოფლებს ელექტრო ენერგია შეფერხების გარეშე მიეწოდება, სრულად არის გაწმენდილი ცენტრალური გზა, სოფლამდე მისასვლელი გზების გაწმენდა კი ხვალ დილიდან განახლდება. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მძიმე ტექნიკა,“- განაცხადა დავით ნოზაძემ.

რაც შეეხება  რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებს, რეგიონის პირველი პირის ინფორმაციით  ყაზბეგში კობი-გუდაურის საბაგირო გზა ჩაირთო, რისი მეშვეობითაც  50- მდე მოქალაქემ, რომლებიც უგზოობის გამო უკან დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ, ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით მუნიციპალიტეტი დატოვეს.

კვლავ პრობლემურია გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთი. ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე აღნიშნულ მონაკვეთზე მაღალია, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დავით ნოზაძის თქმით, ყაზბეგის სოფლებს დენი შეფერხებების გარეშე  მიეწოდება, აქტიურად მიმდინარეობს მეორეხარისხოვანი გზების და ჩიხების წმენდდა, ასევე ხდება გზებზე ტექნიკური მარილის დაყრა. თოვლისგან  გაიწმინდა სოფელი ფხელშე, გორისციხე, ტყარშეტი, კობათ უბანი და გერგეტი. კონტრაქტორი კომპანია ხვალ  სოფელ გერგეტში სასაფლაომდე მისასვლელი გზის და სოფელ ცდოს მისასვლელი გზის გაწმენდითი სამუშაოებს განახორციელებს.

თოვლისგან გამოწვეული პრობლემები აღმოფხვრილია თიანეთის მუნიციპალიტეტში, გაწმენდილია გზები მოსახლეობას აღუდგა  ელექტრო ენერგიის მიწოდება.

აბონენტების უმრავლესობას ელექტრო ენერგიის მიწოდება აღუდგა დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუმცა მაღალმთიანი სოფლები დაზიანებული გადამცემების გამო კვლავ დენის გარეშე რჩება, აღდგენითი სამუშაოები და გზის გაწმენდა მძიმე ტექნიკით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: მინდა, მადლობა გადავუხადო გიორგი გახარიას, მაია ცქიტიშვილს და წარმატებები ვუსურვო ირაკლი ღარიბაშვილს
Next post ეკოლოგიური კატასტროფა ისრაელის სანაპიროსთან