კახა კალაძე: მინდა, მადლობა გადავუხადო გიორგი გახარიას, მაია ცქიტიშვილს და წარმატებები ვუსურვო ირაკლი ღარიბაშვილს

Read Time:27 Second

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას სამთავრობო ცვლილებები შეაფასა და გაწეული საქმიანობისთვის გიორგი გახარიას და მაია ცქიტიშვილს მადლობა გადაუხადა.

კახა კალაძემ წარმატებები უსურვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს და იმედი გამოთქვა, რომ ის შეძლებს საზოგადოების პოლარიზაციას წერტილი დაუსვას.

„მინდა, ირაკლის წარმატებები ვუსურვო. ვისურვებდი, რომ ის ყოფილიყოს ქვეყნის და საზოგადოების გამაერთიანებელი და დამასრულებელი არსებული პოლარიზაციის, რაც ძალიან ცუდია ქვეყნისთვის და მისი განვითარებისთვის. რაც შეეხება ქალბატონ მაიას, ეს იყო მისი გადაწყვეტილება. მადლობა მას გაწეული საქმიანობისთვის. მინდა გიორგი გახარიას მადლობა გადავუხადო, ის იყო ჩვენი ქვეყნის პრემიერი და მადლობა მას”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნინო წილოსანი: მიმაჩნია, რომ შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვების შემსუბუქება შეიძლება
Next post მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დიდ თოვლობისგან მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოებს დავით ნოზაძე გუდამაყარში გაეცნო