ეკოლოგიური კატასტროფა ისრაელის სანაპიროსთან

Read Time:54 Second

ისრაელის ბუნებრივი პარკებისა და ნაკრძალენის სამმართველოს ცნობით ქვეყნის მასშტაბით ყველა სანაპიროზე და დასასვენებელ პლაჟზე (ჩრდილოეთით, მატე-აშერიდან ვიდრე აშკელონამდე სამხრეთით) ნავთობპროდუქტებია აღმოჩენილი. სავარაუდოდ, ნავთობპროდუქტები ისრაელის სანაპიროსთან შტორმის დროს დაზიანებული ხომალდიდან ჩაიღვარა.

150 კმ სანაპირო ზოლი მაზუთით დაბინძურდა. ეკოლოგიის სამინისტრო თვლის, რომ ეს ისრაელის არსებობის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ეკოკატასტროფაა. დაბინძურდა სადამსვენებლო პლაჟები, დაიღუპა ზღვის ბინადრები, რომლებიც წითელ წიგნშია შეტანილი. კიბუცი ნიცამინის მიმდებარე ტერიტორიაზე შტორმმა ნაპირზე გამორიყა ვეშაპის 10 მეტრიანი ნაშიერის გვამი.

ზღვის ფაუნის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რუთ იახელი ამბობს, რომ კატასტროფის მასშტაბები ჯერ არაა შეფასებული, თუმცა უკვე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ საქმე გვაქვს, ისრაელის ისტორიაში ერთერთ ყველაზე დიდ ეკოლოგიურ კატასტროფასთან. ამავე სამმართველოს გენერალურმა დირექტორმა შაულ გოლდშტეინმა ქვეყანაში არსებულ „მწვანეთა’ ორგანიზაციებს დახმარებისაკენ მოუწოდა. ვოლონტიორების მუშაობას კოორდინაციას ორგანიზაცია Ecoocean უწევს.

ეკოლოგიის მინისტრი გილა გამლიელიმ გამოსვლაში აღნიშნა, რომ სამინისტროს წარმომადგენლები გამოძიებას აწარმოებენ, რათა დაადგინონ კატასტროფაში დამნაშავები, შემდეგ კი მათ პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით მოსთხოვონ. გამოძიებაში ჩართულია თავდაცვის სამინისტრო, რომელმაც დახმარებისათვის სამხედრო საზღვაო ძალების გემები მოიწვია.

ყველა სამუშაო ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოსთან (EMSA) და ხმელთაშუა ზღვის დაბინძურების შედეგების აღმოფხვრის გადაუდებელი რეაგირების რეგიონალური ცენტრთან მჭიდრო კონტაქტში მიმდინარეობს

სერგი პოდრაჟანსკი იერუსალიმიდან.

დავით ჰალფონის ფოტოები (ისრაელის ბუნებრივი პარკებისა და ნაკრძალენის სამმართველო)

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დიდ თოვლობისგან მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოებს დავით ნოზაძე გუდამაყარში გაეცნო
Next post ივანე მაჭავარიანი: გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი გუნდის გამორჩეული წევრები იყვნენ