ივანე მაჭავარიანი: გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი გუნდის გამორჩეული წევრები იყვნენ

Read Time:35 Second

გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი გუნდის გამორჩეული წევრები იყვნენ. ორივეს ჰქონდა სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. შესაბამისად, მათი წასვლა ნამდვილადაა დანაკლისი, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

„გიორგი გახარიამ მკაფიოდ ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია და, ჩემი აზრით, ის კომენტარებს არ საჭიროებს. მათ შიდა ან გარე დაპირისპირება არ უხსენებია, არც ინტერესთა კონფლიქტზე ყოფილა საუბარი. მან თქვა, რომ გუნდში ვერ მიაღწია კონსენსუსს. ეს ტერმინი ნიშნავს არა დაპირისპირებას, არამედ შეუთანხმებლობას. მე არ მესმის, რა უნდა დავამატო ან მოვაკლო მის განცხადებას. გიორგი გახარიას და მაია ცქიტიშვილის როლი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა ქვეყანა და ხელისუფლება ფასდება იმით, რომ პიროვნებები მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მთავარი კურსისა და რეფორმების გაგრძელებაა. ადრე თუ გვიან ყველა შეიცვლება – პრემიერი, ეკონომიკის მინისტრიც და ფინანსთა მინისტრიც“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკოლოგიური კატასტროფა ისრაელის სანაპიროსთან
Next post თბილისში, საცხოვრებელი ფართი კიდევ 41 ოჯახს დაუკანონდა