მსახიობი ლეილა აბაშიძე კლინიკაში გადაიყვანეს

Read Time:37 Second

მსახიობი ლეილა აბაშიძე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ხეჩინაშვილის საავადმყოფოში მოათავსეს. მედიკოსების თქმით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია და მას თავის ტვინის იშემიური ინსულტი მოუვიდა. ამის შესახებ სააგენტო pia წერს.

ლეილა აბაშიძე ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაშია და არსებული ინფორმაციით, 16:00 საათზე ექიმების კონსილიუმი შეიკრიბება და მის შემდგომ მკურნალობის კურსზე იმსჯელებენ.

ლეილა აბაშიზე 1929 წლის პირველ აგვისტოს დაიბადა. 1951 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

1966 წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სიკო დოლიძის ფილმში „შეხვედრა წარსულთან“ ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია მიიღო.

კონსტანტინე პიპინაშვილთან ერთად დაწერა სცენარი „მოლოდინი“ რომელიც შოთა და ნოდარ მანაგაძეებთან ერთად გადაიღო. შექმნა მრავალი კომედიური და დრამატული სახე. არის მხატვრული ფილმების „მოლოდინი“ (1970), „კოშკები სდუმან“ (1978) სცენარის ავტორი, მხატვრული ფილმის „თბილისი, პარიზი, თბილისი“ სცენარის ავტორი და რეჟისორი. კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრია 1958 წლიდან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მედია ორგანიზაციებთან და საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის წარმომადგენლებთან შეხვედრა კვირის ბოლოს გაიმართება
Next post ირაკლი კობახიძე: პარლამენტი მზადაა, ნებისმიერ დროს მოუსმინოს პრეზიდენტის გამოსვლას