ირაკლი კობახიძე: პარლამენტი მზადაა, ნებისმიერ დროს მოუსმინოს პრეზიდენტის გამოსვლას

Read Time:24 Second

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენების თარიღთან დაკავშირებით, კონსულტაციები ჯერჯერობით არ გამართულა. ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტი პრეზიდენტის მხრიდან შემოთავაზებას ელოდება.
„კონსულტაციები ჯერ-ჯერობით არ ყოფილა. მოგეხსენებათ, ფიქსირებული რეგლამენტში თარიღი არ არის პრეზიდენტის გამოსვლის. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით შემოთავაზებას პრეზიდენტის მხრიდან. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს დავნიშნოთ შესაბამისი თარიღი. ეს არის პრეზიდენტის მოხსენება, შესაბამისად, ინიციატივა უნდა იყოს პრეზიდენტის მხარეს და შესაბამისად, ველოდებით ამ შემოთავაზებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პარლამენტი მზად არის ნებისმიერ დროს მოუსმინოს პრეზიდენტის გამოსვლას“,- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მსახიობი ლეილა აბაშიძე კლინიკაში გადაიყვანეს
Next post ზაზა გაბუნია – დარწმუნებული ვარ ბორჯომის საკრებულოს წევრები საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად იმოქმედებენ