მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ 2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს ვადა 2018 წლის 1 აპრილს ეწურება

Read Time:43 Second

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ 2006 წლის 1 აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა  2018 წლის 1 აპრილამდე უნარჩუნდება. ამის შესახებ 1tv წერს.

მართვის მოწმობის შესაცვლელად მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში მოქალაქემ უნდა წარადგინოს: ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვის მოწმობა. მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულება 15 ლარია, დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში კი – 35 ლარი.

ასევე აღსანიშნავია, რომ მართვის მოწმობებს, რომლებიც აღებულია 2006 წლის 1 აპრილამდე, თუმცა შეცვლილია 2006 წლის შემდეგ, იურიდიული ძალა უნარჩუნდებათ და მათი გამოცვლა საჭირო არ არის.

იმ შემთხვევაში თუ მოქალაქემ 1 აპრილამდე ვერ შეცვალა მართვის მოწმობა, ავტომობილის მართვა შეეძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას შეცვლის. მართვის მოწმობის შეცვლის მსურველები არც 2018 წლის 1 აპრილის შემდეგ ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას.

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში აღნიშნული ცვლილება ძალაში  2014 წლის 1 მარტიდან შევიდა. ცვლილების ამოქმედებისთანავე მომსახურების სააგენტოში მართვის მოწმობების შეცვლა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბრიტანელი ლეგენდარული კომიკოსი კენ დოდი გარდაიცვალა  
Next post გია ვოლსკი – რეზოლუციის ტექსტი უნდა იყოს საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული