პარასკევი, ოქტომბერი 23, 2026

გია ვოლსკი – რეზოლუციის ტექსტი უნდა იყოს საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული

ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საკითხთან დაკავშირებული რეზოლუცია საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს,  – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მმართველ გუნდში თანხმობა უკვე არსებობს.

„რეზოლუციაზე თანხმობა მმართველ გუნდში არსებობს. უბრალოდ, ტექსტი უნდა იყოს ისეთი, რომ არ იყოს ფუჭი გასროლასავით, უნდა იყოს საქმიანი, შედეგზე ორიენტირებული და ჩვენი პოზიციის გამომხატველი შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ჩვენ კიდევ ვცდილობთ გადავდგათ ნაბიჯები, რათა ტექსტი ბოლომდე შეთანხმდეს, თუმცა ამ მიმართებით ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი შეფასებით, რეზოლუციაში სანქციების საკითხთან დაკავშირებით სპეკულაციები მიმდინარეობს.

„სანქციების ნაწილთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაციაა. ჩვენ ვიცით, მსოფლიოს დამოკიდებულება რუსეთის მიმართ მნიშვნელოვანწილად იმ ფაქტორითაც განისაზღვრება, რაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს შეეხება. ასე რომ, ამ საკითხთან დაკავშირებით ზედმეტი განცხადებები და პათოსი აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, რეალობა ის არის, რომ ვითარება საკმაოდ დაძაბული და  ფეთქებადსაშიშია.

ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობამ რეზოლუცია მოამზადა. რეზოლუციის საკუთარი ვერსია აქვს ასევე, საპარლამენტო ოპოზიციას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გერმანელი პარტნიორები და სტუდენტები კომპანია „ნიკორას“ წარმოების პროცესს გაეცნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივითა და სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენის ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სტუდენტები პარტნიორ კომპანია „ნიკორას“ ესტუმრნენ.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა გერმანული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ქართული პროდუქციის წარმოების პროცესის ადგილზე გაცნობა და საქართველოს ბიზნესგარემოს შესახებ პრაქტიკული ცოდნის მიღება. სტუმრებსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს - ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, პროფესორ გუგული ყურაშვილს, საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორებს - ავთანდილ ადეიშვილსა და ბესიკ შერაზადიშვილს, შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ დაკვირვებოდნენ წარმოების პროცესის სხვადასხვა ეტაპს, გაცნობოდნენ ადგილობრივი კომპანიის საქმიანობის სპეციფიკასა და პროდუქციის შექმნის პროცესს.სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის - ნატო ქათამაძის თქმით, მსგავსი საგანმანათლებლო ინიციატივები ხელს უწყობს საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას, სტუდენტთა პროფესიული ხედვის გაფართოებასა და სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესგარემოს შესახებ ცოდნის გაზიარებას.„ჩვენი მთავარი ამოცანაა, სტუდენტების ინტერესებისა და პროფესიული განვითარების საჭიროებების გათვალისწინებით, ხელი შევუწყოთ მათ კარიერულ განვითარებას. ამ მიზნით, მუდმივ კომუნიკაციას ვინარჩუნებთ შრომის ბაზარზე წარმატებულ პარტნიორ ბიზნესორგანიზაციებთან, რათა ახალგაზრდებს შევუქმნათ შესაძლებლობა, თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებას დაუკავშირონ და უკეთ გაეცნონ თანამედროვე ბიზნესგარემოს.გერმანელი სტუდენტებისთვის საქართველოს ბიზნესსექტორის გასაცნობად გადავწყვიტეთ, გვეჩვენებინა ერთ-ერთი წარმატებული ქართული კომპანია - „ნიკორა“. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები გაეცნენ პროდუქციის წარმოების სრულ ციკლს - ნედლეულის მიღებიდან მზა პროდუქციის შეფუთვამდე. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, რამაც სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ. ვიზიტმა სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მასპინძლებს, კომპანია „ნიკორას“, კერძოდ, ბრენდ „ნიკორას“ გენერალურ მენეჯერს, კონსტანტინე შატაკიშვილს, რომელმაც სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა წარმოების პროცესის, მისი სპეციფიკისა და პროდუქციის შექმნის ეტაპების შესახებ“, - განაცხადა ნატო ქათამაძემ.

“ეს არის რევოლუციური შეთქმულთა ჯგუფები რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ”

გარე ჩარევის არაერთი მაგალითი ვიხილეთ, არაერთი განცხადება, რომელსაც შინაარსი არ გააჩნია. მათი განცხადებები მშრალია და მაგიდაზე მუშტის ბრახუნს ჰგავს – გვიბრძანებენ, რომ არ გავაკეთოთ ასეთი რამ, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.გიორგი ვოლსკი საკონსტიტუციო სარჩელის გაწვევასთან დაკავშირებით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის, ასევე, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებებს გამოეხმაურა.„არადა ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვეღარ ვხედავთ, ეს არის რევოლუციური, შეთქმულთა ჯგუფები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ“, – აღნიშნა მან.საქართველოს ხელისუფლებას ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის გაწვევისკენ მოუწოდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა. ისტორიულ-სამართლებრივი პროცესით შეშფოთდა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს წარმომადგენელი ნიკლას ვაგნერიც.

ანზორ ჩუბინიძე – თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევები კომპლექსური და ტრანსნაციონალურია, აუცილებელია ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება და საერთაშორისო ფორუმი „დიდი კედელი – 2026“ კარგი საშუალებაა

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ მონაწილეობა მიიღო ჩინეთის სახალხო შეიარაღებული პოლიციის ძალების (PAP) მიერ გამართულ მე-6 საერთაშორისო ანტიტერორისტულ ფორუმში „დიდი კედელი – 2026“.ანზორ ჩუბინიძემ საუბრისას ყურადღება ფურუმის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ გამოცდილების გაზიარების კარგ საშუალებას იძლევა.„ფორუმი არის ძალიან კარგი საშუალება აზრთა ურთიერთგაცვლის, ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბების, საუკეთესო გამოცდილების გაზიარების. მინდა ვთქვა, რომ თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევები არის ძალიან კომპლექსური და ტრანსნაციონალური. აუცილებელია ამაზე პროფესიონალური აზრის შექმნა და ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება. ამ მიმართულებით „დიდი კედელი – 2026“ საერთაშორისო ფორუმი არის ძალიან კარგი საშუალება“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ – ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას დედა, მაკა ლუკავა სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მიმართავს.„ყველას დიდი მადლობა ხვიჩას სიყვარულისთვის და გამხნევებისთვის.ხვიჩას უფალმა არგუნა ის ბედი, რასაც გადის, წარმატებაც და განსაცდელიც, უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება!! ის უფალს უყვარს და უფრო ძლიერს დაუბრუნებს თავის ქვეყანას და გულშემატკივრებს! ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე!! მადლობა!!!ამაყი ვარ შენი სიძლიერით დედი!“, - წერს მაკა ლუკავა სოციალურ ქსელში.ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მესამე ტურში, „ბარსელონასთან“ გამართული შეხვედრის დროს დაშავდა.„პარი სენ-ჟერმენის“ ოფიციალური ინფორმაციით, კვარაცხელიას მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაუწყდა. ფეხბურთელს უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება.მძიმე ტრავმის გამო კვარაცხელია რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. მისი მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

“ჩვენ ვიყავით მომსწრე, თუ როგორ აუკრძალეს მარინ ლე პენს არჩევნებში მონაწილეობის მიღება“

რაც გინდა, თქვი, რაც გინდა, გააკეთე. თვითონ ფორმა ურთიერთობების დაუბრუნდა , რაც იყო საბჭოთა კავშირში. რასაც მინდა, იმას გავაკეთებ, რასაც მინდა, იმას ვიტყვი იმიტომ, რომ მე ვარ ბრიუსელი და ამიტომ ეს არის საკმარისი იმისთვის, რომ დაგჩაგრო. შენ არ ხარ ჩემი წევრი და ამიტომ მე შენ დაგჩაგრავ, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ.მისი თქმით, ევრობიუროკრატიამ დაკარგა პოლიტიკური მორალი სხვა ქვეყნებთან ურთიერთობისას და განსაკუთრებით, საქართველოს მიმართ.გოგა ხაინდრავა გამოეხმაურა იმ ორმაგ სტანდარტებს, რომელიც დასავლეთს აქვს და აღნიშნა, რომ კრიტიკა, რომელიც ისმის საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის მიმართ, მიუღებელია.„ჩვენ ვიყავით მომსწრე, თუ როგორ აუკრძალეს მარინ ლე პენს რომელიც დღეს არის ერთ-ერთი პოპულარული პოლიტიკოსი საფრანგეთში, არჩევნებში მონაწილეობის მიღება. მცდელობა იყო, რომ „ალტერნატივა გერმანიაში“ გაეუქმებინათ. ეს ხომ ბევრად ადრე იყო, ვიდრე საქართველოში დაიწყებოდა ეს პროცესი.ეს იმაზე მეტყველებს, რომ დაიკარგა მორალი, მორალი აღარ არის. რაც გინდა, თქვი, რაც გინდა, გააკეთე. თვითონ ფორმა ურთიერთობების დაუბრუნდა , რაც იყო საბჭოთა კავშირში. რასაც მინდა, იმას გავაკეთებ, რასაც მინდა, იმას ვიტყვი იმიტომ, რომ მე ვარ ბრიუსელი და ამიტომ ეს არის საკმარისი იმისთვის, რომ დაგჩაგრო. შენ არ ხარ ჩემი წევრი და ამიტომ მე შენ დაგჩაგრავ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ბოლო სიახლეები