მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის – ვინ ვეღარ შეძლებს BusLane-ზე სიარულს

Read Time:27 Second

მძღოლებს, რომლებმაც თბილისში ტაქსად მუშაობის ნებართვა არა მგზავრთა გადასაყვანად, არამედ პირადი კომფორტისთვის აიღეს, ლიცენზიას ერთი წლით შეუჩერებენ. გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ გუშინ, 29 მარტს მიიღო.

მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ 2013 წლის შემდეგ გამოშვებულ „A კატეგორიის“ ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს უფლება მისცა BusLane-ებში იმოძრაონ, გაჩნდა ეჭვები, რომ მძღოლთა ნაწილმა, რომლებსაც საცობებში დგომა არ უნდათ, ეს ლიცენზია პირადი კომფორტისთვის აიღეს და მგზავრებს არ ემსახურებიან.

ახალი დადგენილების მიღების შემდეგ თბილისის მერიისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შეეძლებათ, გადაამოწმონ ყველა მძღოლი, რომელიც BusLane-ში მოძრაობს, ტაქსის ლიცენზიის ქონასთან ერთად, მართლაც გადაჰყავს თუ არა მგზავრები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი იმერეთის რეგიონში პარტიულ აქტივს შეხვდება
Next post შემზარავი კადრები-ყაზახეთში, წყალდიდობის გამო შვიდი რეგიონიდან 10 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა (ვიდეოები)