ირაკლი ღარიბაშვილი იმერეთის რეგიონში პარტიულ აქტივს შეხვდება

Read Time:25 Second

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ იმერეთის რეგიონში პარტიულ აქტივს შეხვდება.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა ქუთაისში 13:00 საათზე გაიმართება.

ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იმერეთის მხარის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან.

შეხვედრას დაესწრება სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. შეხვედრები გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის და გურიის მხარეში.

ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში 10 რეგიონში შეხვდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიდი გზა გამოვიარეთ. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ეს ყველამ ერთად შევძელით და მადლობა იმ ერთადერთ ადამიანს, რომელიც არის მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი ამ ქვეყანაში, ბატონ ბიძინა ივანიშვილს – თეა წულუკიანი
Next post მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის – ვინ ვეღარ შეძლებს BusLane-ზე სიარულს