მიხეილ ყაველაშვილმა თინა ბოკუჩავას მიმართა – რაც არ უნდა დავარცხნილად ისაუბრო და ბევრი ენა იცოდე, მაინც მეგის ქარდავას თანაპარტიელად დარჩები

Read Time:46 Second

პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ინტერპელაციისას უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატს, თინა ბოკუჩავას დაუპირისპირდა.

თინა ბოკუჩავა საუბრობდა იმის თაობაზე, რომ „ქვეყანა იცლება, მოქალაქეები საქართველოს გაჭირვების გამო ტოვებენ და მათ ხელისუფლება არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას შეგნებულად არ აძლევს“.

თინა ბოკუჩავას გამოსვლა მიხეილ ყაველაშვილმა გააპროტესტა და მას მიმართა – „მეგის ქარდავას თანაპარტიელი ხარ, რომელიც კაცებს აუპატიურებდა. რაც არ უნდა დავარცხნილად ისაუბრო და ბევრი ენა იცოდე, მეგის ქარდავას თანაპარტიელად დარჩები“.

ამასთან, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა მიხეილ ყაველაშვილსა და ოპოზიციონერ დეპუტატ თაკო ჩარკვიანს შორის. თაკო ჩარკვიანმა მიხეილ ყაველაშვილს „უზრდელი ფეხბურთელი“ უწოდა.

მიხეილ ყაველაშვილმა თაკო ჩარკვიანს მიმართა – „მე ვარ უზრდელი? – ვიყო უზრდელი. რაც „ნაცებმა“ გირგვლიანს გაუკეთეთ, ციხიდან მიშას გამოშვებას რომ ითხოვ, არ გრცხვენია? ბურთსაც ვურტყამდი და ამათაც. იმათ რომ ებრძოდი და ახლა მათთან ხარ, შენ მიმართ ეს პრეტენზია მაქვს. ვინც „ნაცებთან“ დგას, ის ქართველი არ არის“.

სიტყვიერი კამათი იყო ყაველაშვილსა და გიორგი ვაშაძეს შორის. უმრავლესობის წევრმა ოპოზიციონერ დეპუტატს მოღალატე უწოდა. ვაშაძემ ყაველაშვილის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მის პროვოკაციას არ წამოეგებოდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა ახალი თემატური გაერთიანება – „ნოდარ ტაბიძის კლუბი“ დააფუძნეს
Next post დაჩი ბერაია გიორგი ვაშაძეს: ვერ ხვდები, რომ მოღალატე ხარ? რამდენს გიხდიან ქვეყნის ღალატისთვის, თუ უფასოდ ღალატობ?