დაჩი ბერაია გიორგი ვაშაძეს: ვერ ხვდები, რომ მოღალატე ხარ? რამდენს გიხდიან ქვეყნის ღალატისთვის, თუ უფასოდ ღალატობ?

Read Time:37 Second

შენ ხარ ტიპური, კლასიკური მოღალატე, ნაძირალა, არაკაცი, – ასე მიმართა “ხალხის ძალის” დეპუტატმა დაჩი ბერაიამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაშინ, როცა ოპოზიციონერი დეპუტატი  საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენის ფორმატში, სიტყვით გამოდიოდა.

„რამდენს ლაპარაკობს ეს მოღალატე. ვერ ხვდები, რომ მოღალატე ხარ? რამდენს გიხდიან ქვეყნის ღალატისთვის, თუ უფასოდ ღალატობ? შენ ხარ ტიპური კლასიკური მოღალატე, ნაძირალა, არაკაცი“, – მიმართა ადგილიდან დაჩი ბერაიამ გიორგი ვაშაძეს.

დაჩი ბერაიას გაღიზიანებამდე, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ემიგრანტებს საკონსულო აღრიცხვაზე აყვანასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ და კითხვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრს, თუ რატომ არ აჰყავს ემიგრაციაში მყოფი ემიგრანტები საკონსულო აღრიცხვაზე. ვაშაძის კითხვის პასუხად, თავდაპირველად დეპუტატი ირაკლი (დაჩი) ბერაია აღშფოთდა, რომელმაც ვაშაძეს მიმართა, თუ რატომ არის მოღალატე.

“ხალხის ძალის” დეპუტატების გიორგი ვაშაძესთან  სიტყვიერ დაპირისპირებაში,  უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძეც ჩაერთო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ყაველაშვილმა თინა ბოკუჩავას მიმართა – რაც არ უნდა დავარცხნილად ისაუბრო და ბევრი ენა იცოდე, მაინც მეგის ქარდავას თანაპარტიელად დარჩები
Next post მიხეილ ყაველაშვილი თინა ბოკუჩავას: მეგის ქარდავას თანაპარტიელი ხარ!