ორშაბათი, ივნისი 1, 2026

მიხეილ ყაველაშვილი – ჩემი პირველი მკაფიო პრინციპი იქნება, რომ დავიცვათ კონსტიტუცია

ჩემი პირველი მკაფიო პრინციპი იქნება ის, რომ დავიცვათ ჩვენი კონსტიტუცია, – ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რთული იქნება თუ არა პრეზიდენტის ინსტიტუტის კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნება, ყაველაშვილმა უპასუხა: „შეხედულებების მიხედვით თუ ვიცვალეთ პოზიცია, მაშინ რად გვინდა კონსტიტუცია და კანონი?!“.

„ვეცდები, ნაკლები ვისაუბრო ქალბატონ სალომე ზურაბიშვილზე, რადგან ბევრი შეფასება მაქვს გაკეთებული წინა პოზიციების დროს მის მიმართ. თუმცა, არის შეუთანხმებლობა.

თუ მე განსხვავებული შეხედულება მაქვს და ვემიჯნები აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკას, მაგრამ კონსტიტუცია ამის საშუალებას არ მაძლევს და პრეზიდენტის როლში, იმ საკონსტიტუციო მოწყობის დროს, თუ მე პატივისცემა მაქვს ჩემი ქვეყნის, ჩემი სამშობლოსი, ჩემი ხალხის, ჩემი მთავარი დოკუმენტისა, მაშინ მე უარს ვამბობ პრეზიდენტობაზე, რადგან დავიცვა კონსტიტუცია, სამაგალითო ვიყო ჩემი მოქალაქისთვის და ამ შემთხვევაში გადავდგები და პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადავალ სხვა პოზიციიდან – აი, ეს იქნებოდა სწორი ნაბიჯი.

აღარაფერს ვსაუბრობ, რამდენად მართალი იყო მისი პოლიტიკური შეხედულებები, ამაზე ხშირად ვსაუბრობდი და დღესაც გრძელდება, როგორ არღვევს და ვის ემსახურება, აღარ გავაგრძელებ. მე სწორედ ჩემს პასუხებში მუდმივად ხაზს ვუსვამ წესსა და პატივისცემას. თუ ჩვენ ამ წესს არ დავუბრუნდებით, ეს პოლარიზაცია უფრო მეტად გაღრმავდება. ანუ, რისი თქმა მინდა – ის ადამიანები, ვინც სამაგალითო უნდა იყოს – პრეზიდენტი, აღმასრულებელი ხელისუფლების, სასამართლოს წარმომადგენელი, პარლამენტის წევრი და ასე შემდეგ, თავად უნდა იყვნენ მაგალითის მიმცემი, რომ ისინი კანონსა და კონსტიტუციას იცავენ.

მიზეზები ყოველთვის არსებობს და სხვადასხვა შეხედულება. შეხედულებების მიხედვით თუ ჩვენ ვიცვალეთ პოზიცია, მაშინ რად გვინდა კონსტიტუცია და კანონი?! თუ ჩვენ ეს მთავარ დოკუმენტად არ გვაქვს და მისდამი პატივისცემა არ გვაქვს. ამაზე მაქვს საუბარი. ამიტომ მარტივად შესაფასებელია, აღარც მინდა, გავაგრძელო. მან კონსტიტუცია დაარღვია, ეს არის მთავარი დანაშაული მისი მხრიდან და შეფასება ჩვენი მოქალაქეების ამ თემასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა იყოს ერთიანი, მიუხედავად იმისა, ვინმეს მოსწონს, თუ – არა. ანუ, ჩვენთვის შეფასება უნდა იყოს ის, რომ შენ კონსტიტუცია დაარღვიე. შენ მართალიც რომ იყო, რაზეც ჩვენ დაყრდნობილი ვართ, ის დაარღვიე და ეს უნდა იყოს მიუღებელი. აი, ამ გზას უნდა დავადგეთ და ჩემი პირველი მკაფიო პრინციპი იქნება ის, რომ დავიცვათ ჩვენი კონსტიტუცია“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთის საზღვაო ძალებმა ატლანტის ოკეანეში სანქცირებული რუსული ნავთობტანკერი დააკავეს – „სანქციების გვერდის ავლა, საზღვაო კანონმდებლობის დარღვევა მიუღებელია“

საფრანგეთის საზღვაო ძალებმა 31 მაისს ატლანტის ოკეანეში სანქცირებული რუსული ნავთობტანკერი Tagor-ი დააკავეს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.როგორც მაკრონი წერს, ოპერაცია ატლანტის ოკეანეში, საერთაშორისო წყლებში, რამდენიმე პარტნიორის, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით განხორციელდა.როგორც მაკრონმა აღნიშნა, ოპერაცია საზღვაო კანონმდებლობის მკაცრი დაცვით ჩატარდა.„მიუღებელია გემების მიერ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლა, საზღვაო კანონმდებლობის დარღვევა და იმ ომის დაფინანსება, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ოთხ წელზე მეტია, აწარმოებს. გემები, რომლებიც არ იცავენ საზღვაო ნავიგაციის ყველაზე ძირითად წესებს, ასევე საფრთხეს უქმნიან გარემოს და ყველას უსაფრთხოებას“, – წერს მაკრონი. 

მარკო რუბიო ლიბანის პრეზიდენტსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს ისრაელსა და ლიბანს შორის დიპლომატიური მოლაპარაკებების საკითხზე ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ლიბანის პრეზიდენტსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს ისრაელსა და ლიბანს შორის დიპლომატიური მოლაპარაკებების საკითხზე ესაუბრა.მედიის ინფორმაციით, რუბიომ ჯოზეფ აუნსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს აცნობა, რომ აშშ მხარეებს სთავაზობს, პირველ ეტაპზე დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ შეწყვიტოს ისრაელზე ყველა თავდასხმა, ხოლო სანაცვლოდ, ისრაელი ირანის მიმართულებით იერიშებისგან თავს შეიკავებს.მედიასთან საუბრისას ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ აუნი ცდილობს ამ წინადადების მხარდაჭერას, თუმცა ლიბანის პარლამენტის თავმჯდომარემ, ნაბიჰ ბერიმ აღნიშნა, რომ, პირველ რიგში, სროლა ისრაელმა უნდა შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპი – „სიენენი“ და ყალბი ამბების სხვა მედიასაშუალებები დაბალი რეიტინგის კატასტროფაა, ხალხი, ვინც ჩვენი ადმინისტრაციიდან მიდის, რადიკალი მემარცხენე დიფ სთეითის შეშლილები არიან, ბევრი...

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკულ მედიასაშუალებებს აკრიტიკებს და მათ ყალბი ამბების გავრცელებაში სდებს ბრალს.თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ტელეკომპანია „სიენენი“ ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ ირანთან აშშ-ის შეთანხმებაში ბირთვულ იარაღზე საუბარი არ არის.„ყალბი ახალი ამბების გამავრცელებელმა „სიენენმა“ დღეს რუტინულად განაცხადა, რომ ირანთან ჩემს ბირთვულ შეთანხმებაში ბირთვულ იარაღზე არ არის საუბარი, სინამდვილეში კი ძალიან ნათლად არის ნათქვამი, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება. შემდეგ ის ძალიან მკაფიოდ და დეტალურად განიხილავს ბირთვული იარაღის სხვადასხვა ასპექტს. სინამდვილეში, შეთანხმების უმეტესი ნაწილი სწორედ ამაზეა. „სიენენი“ და ყალბი ამბების სხვა მედიასაშუალებები დაბალი რეიტინგის კატასტროფაა. ახალი მფლობელის პირობებშიც კი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოდესმე გამოსწორდეს!“, – წერს ის.ამასთან, დონალდ ტრამპმა „ნიუ იორკ თაიმსიც“ გააკრიტიკა. მისი თქმით, გამოცემის სტატია მკითხველის შეცდომაში შეყვანას ცდილობს და ნეგატიური კუთხით წარმოაჩენს იმას, რაც „სინამდვილეში ძალიან კარგია“. თეთრი სახლის ლიდერი აღნიშნავს, რომ მისი ადმინისტრაციიდან „რადიკალი მემარცხენეები“ არ წასულან და ისინი გაათავისუფლეს.„„ნიუ იორკ თაიმსმა“ დღეს გამოაქვეყნა სტატია, სახელწოდებით „ტრამპის ადმინისტრაცია ხედავს იურიდიული ნიჭის გასაოცარ გაქრობას“, თითქოს ეს ცუდი რამ იყოს, სინამდვილეში კი ეს ძალიან კარგია. ხალხი, ვინც მიდის, რადიკალი მემარცხენე დიფ სთეითის შეშლილები არიან, რომლებიც ანადგურებენ ჩვენს ქვეყანას და იარაღად აქცევენ მთავრობას. ბევრი მათგანი კი არ წავიდა, არამედ გაათავისუფლეს! წარუმატებელი „ნიუ იორკ თაიმსი“ ამას წერს, მაგრამ ისე ჟღერს, თითქოს ეს საშინელი რამ იყოს, სინამდვილეში კი პირიქითაა. ჩვენ გვინდა ადამიანები, რომლებიც ამერიკას კვლავ დიდს გახდიან და არა ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ჩვენი ქვეყნის განადგურებას, რომლებიც ობამამ და ბაიდენმა დანიშნეს და, ბევრ შემთხვევაში, ისინი თავიდანვე არ უნდა წარმოადგენდნენ აშშ-ს. დაე, ისინი მომავალში „უფრო დიდი, უკეთესი და ნათელი“ საქმეებისკენ ისწრაფვოდნენ – მე სრულად ვუჭერ მხარს ამას და ყველას წარმატებებს ვუსურვებ!“, – წერს დონალდ ტრამპი.

მალტის მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა

მალტის მმართველმა „ლეიბორისტულმა პარტიამ“ საპარლამენტო არჩევნებში ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა.ქვეყნის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ვადამდელ არჩევნებში პარტიამ ხმების 51.77 პროცენტი მიიღო, მისმა კონკურენტმა, კონსერვატიულმა „ნაციონალისტურმა პარტიამ“ კი – 44.68 პროცენტი.მედიის ცნობით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 87.4 პროცენტი შეადგინა.როგორც ცნობილია, მალტის პრემიერ-მინსტრი რობერტ აბელა, რომელიც ქვეყნის მთავრობას და „ლეიბორისტულ პარტიას“ 2020 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობს, დღეს ფიცს დადებს.ცნობისთვის, რობერტ აბელამ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ გასულ წელს განაცხადა, რის მიზეზადაც მან გაურკვეველი საერთაშორისო სიტუაციით გამოწვეული გამოწვევები დაასახელა.

მეცნიერების მტკიცებით, ბავშვის IQ დამოკიდებულია დედის სისხლის ჯგუფზე – რა წერია კვლევაში

ბავშვის შესაძლებლობების დაახლოებით 70% დედისგან არის გადაცემული და ისინი დიდწილად განისაზღვრება ქალის სისხლის ჯგუფის მიხედვით.ეს კვლევა აშშ-ს სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსებმა გამოაქვეყნეს. მათმა ნაშრომმა აჩვენა, რომ დედები, რომლებსაც აქვთ პირველი სისხლის ჯგუფი, უფრო მაღალი IQ-ის მქონე შვილებს აჩენენ.ამრიგად, პირველი სისხლის ჯგუფის ქალების ბავშვებს აქვთ ინტელექტის მაღალი დონე. ეს გამოწვეულია იმით, რომ ასეთი დედებისთვის უფრო რთულია დაორსულება, რაც განაპირობებს უკეთესი ხარისხის ემბრიონების ბუნებრივ შერჩევას.მათი შვილები არა მხოლოდ უფრო ჭკვიანები არიან, არამედ აქვთ უფრო ძლიერი იმუნური სისტემა და ხშირად აჩვენებენ მოტორული კოორდინაციის მაღალ დონეს და აქვთ სხვადასხვა ნიჭი, მათ შორის კრეატიულობა და ინტელექტუალური შესაძლებლობები.მეოთხე ჯგუფის სისხლის მქონე ქალები ყველაზე ხშირად აჩენენ სპორტსმენებს, ამ ჯგუფის სისხლი ითვლება "ყველაზე ახალგაზრდა" და უიშვიათესად.სისხლის მესამე ჯგუფის მქონე დედების შთამომავლები უფრო შემოქმედებითად არიან განვითარებულნი, მათი შვილები ხშირად ხდებიან მხატვრები და პოეტები.

ბოლო სიახლეები