მიხეილ ყაველაშვილი: სააკაშვილი ცდილობს, როგორმე უკრაინაში არსებული ყველა პრობლემა გადაფაროს და მთელი საზოგადოება მისი ეგოს გარშემო ამოძრაოს

Read Time:49 Second

პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, როგორმე უკრაინაში არსებული ყველა პრობლემა გადაფაროს და მთელი საზოგადოება მისი ეგოს გარშემო ამოძრაოს.

საქართველოს პირველ არხთან საუბარში მიხეილ ყაველაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცხადებულ შიმშილობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მის მიერ დაწყებული პროცესი კომიკურია.

„არ ვიცი, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რამდენად შეიძლება რაიმე კომენტარის გაკეთება, მაგრამ ფაქტია, რომ როგორც კი, ამ ადამიანს თემები გამოელევა, ცდილობს, ყურადღება მიიპყროს. დღეს, მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია უკრაინის პრობლემაზე. მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, როგორმე ყველა პრობლემა გადაფაროს და მთელი საზოგადოება მისი ეგოს გარშემო ამოძრაოს. რა თქმა უნდა, მისი შიმშილობა კომიკურია. მანამდეც იყო გამოცხადებული და რითი დასრულდა, ყველამ კარგად დავინახეთ. რა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზეა საუბარი? – ასობით ადამიანი იყო ნატანჯი და მოკლული მათი მმართველობის დროს სრულიად უმიზეზოდ. ამ ადამიანებს ისტორიის გადაწერა სურთ. თითქოს, არაფერი იყო და ხალხს დაავიწყონ, რა ხდებოდა და ვითონ, მიხეილ სააკაშვილი რეფორმატორი იყო. ეს ადამიანი ცდილობს, ისტორია გადაწეროს, მაგრამ მის მიმართ რჩევა მაქვს – აღიაროს რაც ჩაიდინა და მაშინ ექნება რეაბილიტაციის დრო, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ არსებული დამოკიდებულება არ შეიცვლება“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სააკაშვილი: თქვენ ნახავთ, თუ საჭირო გახდა, როგორ თავაწეული კვდებიან ნამდვილი პრეზიდენტები და ნამდვილი ლიდერები
Next post გუბაზ სანიკიძე: პოლიტიკოსები დავმძიმდით ჩვენი ბიოგრაფიებით, უნდა გავიწიოთ გვერდზე და მოძრაობა მოქალაქეებმა გააკეთონ