გუბაზ სანიკიძე: პოლიტიკოსები დავმძიმდით ჩვენი ბიოგრაფიებით, უნდა გავიწიოთ გვერდზე და მოძრაობა მოქალაქეებმა გააკეთონ

Read Time:44 Second

პოლიტიკოსები დავმძიმდით ჩვენი ბიოგრაფიებით, უნდა გავიწიოთ გვერდზე და მოძრაობა მოქალაქეებმა გააკეთონ, – ამის შესახებ პარლამენტის წევრი გუბაზ სანიკიძე “ტვ პირველის” ეთერში აცხადებს.

“მოძრაობას არავითარი სახელი არ უნდა: “საქართველოსთვის”, “ტაო კლარჯეთისთვის”… ამოვიდა ყელში ეს პათეტიკა. უნდა გავცდეთ უნიჭო თამადების სადღეგრძელოებს. მოძრაობა უნდა ერქვას და მას უნდა ჰქონდეს წყლის თვისებები – ვიღაცა შედის და ვიღაცა გამოდის. ვიღაცა კოლექტიურად შემოდის, ვიღაცა თავისი პარტიით შემოდის, ვიღაცა ერთი კაცით. იცით რამდენი ადამიანია ამ ქვეყანაში? თუნდაც ადამიანის უფლებებს რომ იცავენ, თუნდაც საზღვრებზე რომ არიან. დათო ქაცარავა დილიდან საღამომდე… რუსის ჯარს ეგ აჩერებს მარტო. ეს ახალგაზრდები რომ არიან ქუჩაში, ექიმები არიან არაჩვეულებრივი ხალხი.

მე უფრო და უფრო მივითარდება ასეთი შეგრძნება და არჩევანიც, რომ პოლიტიკოსები უნდა გავიწიოთ და ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ ეს მოძრაობა. იმიტომ, რომ ძალიან დავმძიმდით ჩვენ ჩვენი ბიოგრაფიებით, ზოგი ტყუილით, ზოგი დაბრალებით, ზოგი მართლა. ამბიციები იცოცხლე, რომის იმპერატორებს არ ჰქონდათ ასეთი. უნდა გამოვიდეთ, აეროდრომზე უნდა ავფრინდეთ ყველა, მაგრამ ეს მიშა გვიშლის ხელს,” – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ყაველაშვილი: სააკაშვილი ცდილობს, როგორმე უკრაინაში არსებული ყველა პრობლემა გადაფაროს და მთელი საზოგადოება მისი ეგოს გარშემო ამოძრაოს
Next post იაგო ხვიჩია: რაც უფრო მეტ ხანს შიმშილობ, მით უფრო რთულია, შიმშილობით ყურადღება მიიქციო