მიხეილ სააკაშვილი: თქვენ ნახავთ, თუ საჭირო გახდა, როგორ თავაწეული კვდებიან ნამდვილი პრეზიდენტები და ნამდვილი ლიდერები

Read Time:52 Second

თქვენ ვერ მიიღებთ იმას, რომ წყნარად ისე ჩავქრე, ვითომ არაფერი. თქვენ ნახავთ, თუ საჭირო გახდა, როგორ თავაწეული კვდებიან ნამდვილი პრეზიდენტები და ნამდვილი ლიდერები, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, 2008 წელს ომი საქართველომ კი არ დაიწყო, არამედ იმდროინდელმა ხელისუფლებაში მყოფმა გუნდმა “ნაციონალურმა მოძრაობამ” საქართველო გადაარჩინა და მისი განცხადებით, ის ახლა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დავალებით, სწორედ ამისთვის ისჯება.

“თქვენ ხედავთ, რა ხდება უკრაინაში და თუკი ვინმე სულელს ან უსინდისოს დღეს ჰგონია, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ მე მგონი, კარგად უნდა შეხედოს უკრაინას. ჩვენ ომი კი არ დავიწყეთ, ჩვენ საქართველო გადავარჩინეთ და ამისთვის ვისჯები ახლა მე და მათ შორის, ამისთვის ხორციელდება პუტინის დავალებით, არსებული რეჟიმის და მაფიოზური კლანის მიერ შეგნებულად ჩემი ინვალიდიზაცია და მკვლელობა. ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით. აქედან გამომდინარე მე მინდა ვთქვა, რომ თქვენ ვერ მიიღებთ იმას, რომ წყნარად ისე ჩავქრე, ვითომ არაფერი. თქვენ ნახავთ, თუ საჭირო გახდა, როგორ თავაწეული კვდებიან ნამდვილი პრეზიდენტები და ნამდვილი ლიდერები. მე ვაცხადებ დღეიდან უვადო შიმშილობას. ეს არის რეაქცია იმაზე, თუ როგორ გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩვენს ხალხს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ზალკალიანი – მიუნხენის კონფერენციაზე საუბარი იყო გამოწვევებზე, რაც სამხრეთ კავკასიაში არსებობს, გახმოვანებული იყო ირაკლი ღარიბაშვილის სამშვიდობო ინიციატივა, რასაც ყველა ჩვენი პარტნიორი მიესალმება
Next post მიხეილ ყაველაშვილი: სააკაშვილი ცდილობს, როგორმე უკრაინაში არსებული ყველა პრობლემა გადაფაროს და მთელი საზოგადოება მისი ეგოს გარშემო ამოძრაოს