მიხეილ ქუმსშივილი “მთავარ არხს”: უკაცრავად და “იმედისგან” რამე განგასხვავებთ?

Read Time:2 Minute, 4 Second

“მაინტერესებს სადამდე გაგრძელდება მთავარი არხის ყრუ ბოიკოტი ლეიბორისტული პარტიის მიმართ. იმის გარდა, რომ არც თოქ-შოუებში გვიწვევნ და არც ჩვენს ღონისძიებებზე დადიან, შალვა ნათელაშვილის საკითხის საპარლამენტო განხილვაც შალვა ნათელაშვილის ხსნების გარეშე გააშუქეს. უკაცრავად და იმედისგან რამე განგასხვავებთ?” – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” წევრი მიხეილ ქუმსიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ნიკა გვარამიასთან კამათს იხსენებს:

“დიდი ხანია ვაკვირდები და მაინტერესებს სადამდე გაგრძელდება მთავარი არხის ყრუ ბოიკოტი ლეიბორისტული პარტიის მიმართ. იმის გარდა, რომ არც თოქ-შოუებში გვიწვევნ და არც ჩვენს ღონისძიებებზე დადიან, შალვა ნათელაშვილის საკითხის საპარლამენტო განხილვაც შალვა ნათელაშვილის ხსნების გარეშე გააშუქეს. უკაცრავად და იმედისგან რამე განგასხვავებთ?

ეს ყველაფერი საიდან დაიწყო იცით? თვითმართველობის არჩევნებამდე ნიკა გვარამიასთან მქონდა საუბარი პირდაპირ ეთერში, სადაც ლოგიკური კითხვები დავუსვი IPSOS-ის კვლევის შედეგების სანდოობასთან დაკავშირებით, რაზეც სათანადო პასუხები ვერ მივიღე, ხოლო გვარამიამ განსხვავებული აზრი ვერ აიტანა და ჩავარდა ისტერიკაში, მომაყენა დაუმსახურებელი შეურაცხყოფაც და დამიანონსა რომ თურმე პოლიტიკურ კარიერას დამისრულებდა…

იმ დღის შემდეგ 3 თვეზე მეტი გავიდა და ტელეკომპანია მთავარზე ე რ თ ხ ე ლ ა ც კი არ უხსენებიათ ლეიბორისტული პარტია (კონკრეტულად ჩემზე საერთოდ არ მაქვს საუბარი). ანუ ვითომ საერთოდ არ ვარსებობთ, უბრალოდ იგნორი. იგივე რასაც წლების განმავლობაში აკეთებდა იმედი. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ჩემი და გვარამიას კამათის შემდეგ, 3 კვირაში თავად გვარამიამ გამოუცხადა უნდობლობა IPSOS-ს და საერთაშორისო სასამართლოში ჩივილითაც დაემუქრა მონაცემთა უზუსტობის გამო. სხვას კი არაფერს ვედავებოდი?! ანუ რის გამო გვბლოკავს? იმის გამო რომ ყველაფერს არ ვაპრავებთ და განსხვავებული აზრი გაგვაჩნია? ? დიდი ბოდიში რა!

იმის მოყოლას აღარ დავიწყებ, თუ რამდენი გვიბრძოლია ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის გადასარჩენად ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთაც. სამომავლოდაც საჭირო რომ გახდეს, იგივეს ვიზამთ, იმიტომ რომ კრიტიკული მედიის დაცვა პრინციპულად მნიშვნელოვანია, და არა იმიტომ რომ ნიკა გვარამია იმსახურებს ამას. თუმცა მედიისთვისაც პრინციპულად მნიშვნელოვანი უნდა იყოს განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება!! მითუმეტეს იმისგან, ვინც შენს მიმართ მტრულად არ არის განწყობილი.

საბედნიეროდ არიან სხვა ოპოზიციური ტელევიზიები, რომლებიც ზუსტად ვიცი რომ განსხვავებული აზრის გამო ტაბუს არ დაგვადებენ და დაიცავენ მინიმალურ ჟურნალისტურ პრინციპებს მაინც. ჩემი პატივისცემა ტვ პირველს, ფორმულას, კავკასიას და სხვა მედია საშუალებებს ვინც ნიკა გვარამიას ან ნებისმიერი სხვა ავტორიტარის დღის წესრიგზე არ აწყობს საკუთარ სარედაქციო პოლიტიკას.

და აქვე მივმართავ იმ ადამიანებს, რომლებიც გვარამიას ხუშტურების გამო წესიერად გამარჯობასაც აღარ ამბობენ – ბევრ თქვენგანს იდეალისტებად გიცნობთ და ვისაც ებრძვით დარწმუნებული ვარ გულწრფელად ევრძვით. ყველამ უნდა გავიაზროთ რომ ჩვენ ვუპირისპირდებით არა კონკრეტულ ადამიანებს, მაგალითად ბიძინას ან კალაძეს, არამედ – სისტემას, არაჯანსაღ მიდგომებს, ორმაგ სტანდარტებს და დიქტატურას!! ყოველთვის არსებობს რისკი, რომ ტირანებთან ბრძოლაში თავად გადაიქცე ტირანად. ეს უნდა გვახსოვდეს მთელი ცხოვრება. ეს მიდგომა სამწუხაროდ ნიკა გვარამიას ან დაავიწყდა, ან არც ჰქონია. ნუ დაივიწყებთ სხვებიც, განსაკუთრებით კი დემოკრატიის მქადაგებლები ❤️” – წერს მიხეილ ქუმსიშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე – ამ ქვეყანაში მართლა რაღაც საომარი რომ გახდეს, ისევ ჩვენი საბრძოლველი იქნება, ზოგიერთებს ვერ გავასწრებთ სარფიდან და წითელი ხიდიდან, ღმერთმა არ ქნას, ასეთი საჭიროება ქვეყანას დაუდგეს
Next post ლევან დავითაშვილი: საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკვე მომავალ კვირას გააკეთებს; პროგრამა უკვე დასრულებულია