მიხეილ სარჯველაძე: 2013 წლიდან იზრდება სახალხო დამცველის რეკომენდაციების გაზიარებისა და უწყებების მიერ შესრულების მაჩვენებელი

Read Time:32 Second

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენამდე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შეიმუშავა დადგენილების პროექტი. დოკუმენტში აისახა სახალხო დამცველის ის რეკომენდაციები, რომელიც პარლამენტის მხრიდან დავალების სახით უნდა გაიცეს შესაბამისი უწყებების მიმართ.

„სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვის აღნიშნული პრაქტიკა დამკვიდრდა 2013 წლიდან. 2013 წლამდე კი პარლამენტი მხოლოდ ცნობად იღებდა სახალხო დამცველის ანგარიშს და არ გაცემულა არცერთი რეკომენდაცია და დავალება მისი ანგარიშიდან გამომდინარე. ეს პრაქტიკა ყოველწლიურად იხვეწება და ხდება კიდევ უფრო ეფექტიანი, ამის დამადასტურებელია ის , რომ იზრდება პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციების გაზიარებისა და უწყებების მიერ რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით მსჯელობენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: საინტერესო წრე იკვრება! ერთი დღის პირობაზე, როგორც მინიმუმ, ძალიან საინტერესოა
Next post კელი დეგნანი: მტკიცედ მოვუწოდებთ მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს, შეასრულონ 19 აპრილის შეთანხმება, როგორც არსებითად, ისე სულისკვეთებით