კელი დეგნანი: მტკიცედ მოვუწოდებთ მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს, შეასრულონ 19 აპრილის შეთანხმება, როგორც არსებითად, ისე სულისკვეთებით

Read Time:1 Minute, 11 Second

მიზანია უფრო ძლიერი, გაუმჯობესებული დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის აშენება. ეს არის სამუშაო, რომლის შესრულებაც ყველას შეგვიძლია, ეს არის სამუშაო, რომელიც საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრა იყო შესაძლებლობა, რატი ბრეგაძისთვის იუსტიციის მინისტრად დანიშვნა მიელოცა და მისგან მოესმინა პრიორიტეტების შესახებ.

„25 წლის განმავლობაში აშშ მუშაობს საქართველოსთან მისი სასამართლო სისტემის განვითარებაზე, მათ შორის სისხლის სამართლის სისტემის. USAID-ის, იუსტიციის დეპარტამენტის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ის სხვა მრავალი სააგენტოს საშუალებით, ჩვენ გვაქვს მთელი რიგი პროგრამები, რომლებიც მიმართულია საქართველოს სისხლის სამართლის სისტემის, პენიტენციალური სისტემისა და ზოგადად, სასამართლო სისტემის გაძლიერებისკენ. ეს არის სფერო, სადაც ჩვენ ძლიერი თანამშრომლობა გვაქვს. სასარგებლო იყო საუბარი მინისტრთან ამ თანამშრომლობის გაგრძელებაზე და პოტენციურად გაფართოებაზე ზოგიერთი პრიორიტეტული მიმართულებით, რომლებსაც ის განსაზღვრავს სამინისტროსთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

აშშ-ის ელჩმა ასევე ისაუბრა 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მნიშვნელობაზე.

„ვფიქრობ, ყველამ კარგად ვიცით, რომ კანონის უზენაესობა და სასამართლო სისტემა ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია. სწორედ ამიტომაა ასეთი მნიშვნელოვანი იუსტიციის სამინისტროსთან მუშაობა. ბოლო წლების განმავლობაში, გასული წლის არჩევნების შემდეგ მოლაპარაკებების გათვალისწინებით, ჩვენ ვიხილეთ, თუ რა ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ძალიან მოხარულები ვიყავით, რომ პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ სასამართლო რეფორმის დებულებებზე, რომლებიც შევიდა 19 აპრილის შეთანხმებაში. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს, შეასრულონ 19 აპრილის შეთანხმება, როგორც არსებითად, ისე სულისკვეთებით. მიზანია უფრო ძლიერი, გაუმჯობესებული დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის აშენება. ეს არის სამუშაო, რომლის შესრულებაც ყველას შეგვიძლია და ეს არის სამუშაო, რომელიც საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სარჯველაძე: 2013 წლიდან იზრდება სახალხო დამცველის რეკომენდაციების გაზიარებისა და უწყებების მიერ შესრულების მაჩვენებელი
Next post შალვა პაპუაშვილი: საარჩევნო კოდექსთან დაკავშირეთ ყველა პრინციპულ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია