მამუკა მდინარაძე: საინტერესო წრე იკვრება! ერთი დღის პირობაზე, როგორც მინიმუმ, ძალიან საინტერესოა

Read Time:29 Second

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, საქართველოს ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია და მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონის ერთ სასტუმროში ერთდროულად იმყოფებოდნენ.

„მხოლოდ დღევანდელი ამბები:
1. გახარია და სააკაშვილი აშშ-ში ერთმანეთს კონსპირაციულად შეხვდნენ.
2. კვლევითმა ორგანიზაციამ, რომლის საველე სამუშაოებს საქართველოში ნაც. მოძრაობის ორგანიზაცია ატარებს, ფორსირებულად ,,გამოაგდო” კვლევა, სადაც ტრადიციულად ,,ქართულ ოცნებას” დააკლო ბევრი, ასევე ბევრი მოუმატა გახარიას პარტიას და მას 8% დაუწერა…
3. ,,ლელოს” ლიდერმა განცხადება გააკეთა და დანარჩენ ოპოზიციას მოუწოდა, პარლამენტიდან გავიდეთო.
4. ნათელაშვილმა – ოპოზიციის ერთადერთი გზა ფანჩატურში დაბრუნებააო.
საინტერესო წრე იკვრება! ერთი დღის პირობაზე, როგორც მინიმუმ, ძალიან საინტერესოა“, – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა ბექაური: ციფრული აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოს ბუნებრივი უპირატესობის ეფექტურად გამოყენება, რეგიონში ინვესტიციების გასაზრდელად, უმნიშვნელოვანესია
Next post მიხეილ სარჯველაძე: 2013 წლიდან იზრდება სახალხო დამცველის რეკომენდაციების გაზიარებისა და უწყებების მიერ შესრულების მაჩვენებელი