მიხეილ სარჯველაძე: ნუ გავაიგივებთ ევროპას რომელიმე ევროპარლამენტართან

Read Time:25 Second

ნუ გავაიგივებთ ევროპას რომელიმე ევროპარლამენტართან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„რა აუცილებლობა იყო ფოტიგას წერილში სიტყვა „პოლიტპატიმრის“ ჩაწერის. აზრთა სხვადასხვაობა რომ მოჰყვებოდა ამას, ეს ხომ თავადაც იცოდა. ეს აბსოლუტურ დისონანსშია იმასთან, რასაც ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები ამბობს. ნუ გავაიგივებთ ევროპას რომელიმე ევროპარლამენტართან. ეს არ იქნება სწორი. ჩვენთვის ევროპა არის ყველაზე დიდი პრიორიტეტი, ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. მე მაგალითად, ამ პოლიტიკურ გუნდში ვერ ვნახავდი საკუთარ ადგილს განმსაზღვრელი ვექტორი რომ სწორედ ევროკავშირი არ იყოს. ეს სხვანაირად ვერ წარმომიდგენია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკა მელია – ერთადერთი ენა, რაც ამ რეჟიმს ესმის, არის ქუჩაში გამოსული საქართველოს მოქალაქე, ბევრი შეკრება ყოველდღე
Next post მიხეილ სარჯველაძე: დასავლეთმა სწორად უნდა აღიქვას კობახიძის განცხადება, ჩვენ გვაინტერესებს და გვინდა ევროპა, ესაა მთავარი ვექტორი ქვეყნის განვითარებისთვის