მიხეილ სარჯველაძე: დასავლეთმა სწორად უნდა აღიქვას კობახიძის განცხადება, ჩვენ გვაინტერესებს და გვინდა ევროპა, ესაა მთავარი ვექტორი ქვეყნის განვითარებისთვის

Read Time:44 Second

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დასავლეთმა ეს გზავნილი სწორად უნდა აღიქვას. „დასავლეთმა სწორად უნდა აღიქვას ირაკლი კობახიძის განცხადება. ჩვენი პარტნიორებისაგან სწორედ ესაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ევროპა გვაინტერესებს, გვინდა, ესაა ჩვენი მთავარი ვექტორი ქვეყნის განვითარებისთვის სამომავლოდ. ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობთ და რეალურად საქმითაც ერთგულნი ვართ. საქმით ერთგულებაა ის, რომ ვაფასებდეთ ისეთ იდეებს, როგორიცაა სამართლებრივი სახელმწიფო და სწორედ ესაა ამ წერილის კონტექსტი,“- განაცხადა სარჯველაძემ.

მისი თქმით ხელისუფლება ვერ ითანამშრომლებს მათთან, ვინც ახდენს ვიწრო პარტიულ ინტერესის ლობირებას. „რომელიც არაა თანხვედრაში სახელმწიფოებრივ ინტერესთან, საქართველოს ნაციონალურ ინტერესთან, ეს რა თქმა უნდა აისახება უარყოფითად თანამშრომლობის ნებისმიერ ფორმატზე.

საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და მერე მეორე რაც მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, არსებობს სახელმწიფოებრივი, ჩვენი ნაციონალური ინტერესი, რომელიც მაღლა დგას ვიდრე რომელიმე პარტიის პარტიკულარული ინტერესი. ვინც პრიორიტეტად დასახავს ვიწრო პარტიულ ინტერესს, რა საკვირველია ეს უარყოფით გავლენას მოახდენს ჩვენს ურთიერთობასა და თანამშრომლობაზე,“- აღნიშნა სარჯველაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სარჯველაძე: ნუ გავაიგივებთ ევროპას რომელიმე ევროპარლამენტართან
Next post ნატო ჩხეიძე – მაღალი ზნეობრიობის, მორალის და ძალიან ჰუმანური ადამიანი, ირინა ენუქიძე რომ დაინახავდა, როგორი სისასტიკით უსწორდებიან თუნდაც, მისი შვილის მკვლელობის დროს ხელისუფალს, იმავეს იტყოდა, რაც „ვეფხი და მოყმის“ ბალადაშია