ნიკა მელია – ერთადერთი ენა, რაც ამ რეჟიმს ესმის, არის ქუჩაში გამოსული საქართველოს მოქალაქე, ბევრი შეკრება ყოველდღე

Read Time:58 Second

ახლა თუ მართლა გვინდა, რომ ღირსებას აბუჩად არ იგდებდნენ, საქართველოს მოქალაქეების ქუჩაში გამოსვლის დროა, თუ მართლა გვინდა, რომ ეს სახელმწიფო იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი, ქუჩაში გამოსვლის დროა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„მათ ჩაუვარდათ განვლილ დღეებში დაპირისპირების, სისხლის ღვრის ტაქტიკა და სტრატეგია, ჩვენ არ ავყევით, მაგრამ ათი ათასობით საქართველოს მოქალაქე, ყოველდღიურად უნდა ვიღებდეთ მონაწილეობას ამ უწყვეტ საპროტესტო აქციებში, ეს ასე იქნება, არ შეჩერდება. ერთ გენერალურ დანიშნულ თარიღზე ჩვენ მათ ბრძოლას არ გავუმართავს და არ გავუმართეთ. ამ სტრატეგიამ სიმართლის და მართალი ხალხის სასარგებლოდ გაამართლა. გამოიღვიძა საერთაშორისო საზოგადოებამ და განცხადებები განცხადებებზე კეთდება. რამ გამოიწვია ეს ყველაფერი? დიდწილად იმან, რომ დაუღალავად, შეუპოვრად, ყოველდღე მოსვენებას არ ვაძლევთ ამ ქვეყნის მოწინააღმდეგეებს. აქ, მართლაც თუ გულით გვინდა, რომ არ გვაყურებინონ ადამიანის მკვლელობას, ქუჩაში გამოსვლის დროა. აქ ამ ქვეყანაში ახლა თუ მართლა გვინდა, რომ საქართველოს მოქალაქეების ღირსებას აბუჩად არ იგდებდნენ, ქუჩაში გამოსვლის დროა. თუ მართლა გვინდა, რომ ეს სახელმწიფო იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი, ქუჩაში გამოსვლის დროა.

განცხადებებს, რომელსაც აქვეყნებენ ამას „ქართული ოცნება“ არ აკეთებს, ამას აკეთებენ პუტინის წარმომადგენლები რუსეთის ფედერაციის, კრემლის წარმომადგენლები, ჩვენი მოწინააღმდეგეები არ არიან „ქართული ოცნების“ წევრები, ჩვენი მოწინააღმდეგეები არიან პუტინის წარმომადგენლები და მისი მორჩილები-განაცხადა ნიკა მელიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post Asia Pacific Screen Awards-მა მერაბ ნინიძე საუკეთესო მსახიობ მამაკაცად დაასახელა
Next post მიხეილ სარჯველაძე: ნუ გავაიგივებთ ევროპას რომელიმე ევროპარლამენტართან