მიხეილ სარჯველაძე: კომპრომისი ულტიმატუმების დაყენებას არ გულისხმობს

Read Time:30 Second

კომპრომისი ულტიმატუმების დაყენებას არ გულისხმობს, – აცხადებს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების შესახებ საუბრისას.

„არ შეიძლება, რომელიმე მხარე მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას იმ განწყობით, რომ ერთი მხრივ, კომპრომისს წარმოადგენს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და მეორე მხრივ – ან ყველაფერი, ან არაფერი. ასეთი მოთხოვნების წამოყენება, რა თქმა უნდა, ულტიმატუმია და ეს არ შეიძლება გავაიგივოთ მოლაპარაკების პროცესთან იმის გამო, რომ ვინმე მოლაპარაკების პროცესს ესწრება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღეს კრისტიან დანიელსონმა პოლიტიკურ მხარეებთან მოლაპარაკებები დაიწყო. ევროპელი დიპლომატი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კომპრომისი არის ევროპული გზა. აქვე კრისტიან დანიელსონი ამბობს, რომ ევროკავშირი სრულადაა ჩართული, საქართველოს კრიზისის გადალახვაში დაეხმაროს, თუმცა მის გადაჭრაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ პოლიტიკურ ლიდერებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კრისტიან დანიელსონი პოლიტიკურ პარტიებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გამართავს
Next post ირაკლი ქადაგიშვილი: აუხსნელია, რატომ ამბობენ ოპოზიციური პარტიები უარს ბარიერის დაწევის პროცესში მონაწილეობაზე – რა უნდათ, თვითონაც არ იციან