ირაკლი ქადაგიშვილი: აუხსნელია, რატომ ამბობენ ოპოზიციური პარტიები უარს ბარიერის დაწევის პროცესში მონაწილეობაზე – რა უნდათ, თვითონაც არ იციან

Read Time:48 Second

აუხსნელია, რატომ ამბობენ უარს პოლიტიკური პარტიები საარჩევნო ბარიერის დაწევის პროცესში მონაწილეობაზე, ეს უფრო მათი ახირებაა, ვიდრე რაიმე პოლიტიკური ლოგიკა. ცოტა დამღლელია პოლიტიკური პარტიების გაუთავებელი წუწუნი და იმის ვერგაგება, თუ რა არის მთავარი, – აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი.

მისივე განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა იყოს სრულად პროპორციული და საარჩევნო ბარიერის შემცირება გაცილებით მეტ საშუალებას აძლევს პარტიებს, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტში შესაძლო კოალიციები შეიქმნან.

„რა უნდათ, თვითონაც არ იციან – ხან ერთ საქმეს მიადგებიან, ხან მეორე პრეტენზიას, ხან მესამეს. თუ საუბარია სასამართლოსა და საარჩევნო რეფორმაზე, ყველაფერი ზედაპირზე დევს. როცა ხელისუფლებაში იყვნენ, ყველაფერი საპირისპიროდ გააკეთეს – საქართველოში ერთპიროვნული მმართველობის სისტემის გასამყარებლად. გასარკვევია, რა არის მათი მიზანი, რადგან ჩვენი მიზანი ზედაპირზე დევს – დემოკრატიულ რეფორმებს ვახორციელებთ და 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებისთვის განსაზღვრულ დღის წესრიგს მივყვებით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღეს კრისტიან დანიელსონმა პოლიტიკურ მხარეებთან მოლაპარაკებები დაიწყო. ევროპელი დიპლომატი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კომპრომისი არის ევროპული გზა.

დანიელსონის მედიაციით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 12-19 მარტს გაიმართა. მეორე რაუნდი 28 მარტს დაიწყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სარჯველაძე: კომპრომისი ულტიმატუმების დაყენებას არ გულისხმობს
Next post ირაკლი ღარიბაშვილი კუბილიუსის განცხადებაზე – ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელია, ვიღაც მოგვიწოდებდეს, რომ კრიმინალი სააკაშვილი რაიმე ფორმით ჩაერთოს მოლაპარაკებაში