კრისტიან დანიელსონი პოლიტიკურ პარტიებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გამართავს

Read Time:30 Second

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების შეხვედრები ჩაინიშნა, რომელიც ინდივიდუალურ რეჟიმში გაიმართება.

კერძოდ, დანიელსონი 14:00 საათზე „ქართულ ოცნებას“, 15:00 საათზე კი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და რესპუბლიკურ პარტიას შეხვდება.

მანამდე შარლ მიშელის წარმომადგენელი პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება კვლავაც მზად არის კონსტრუქციული დიალოგისა და შეთანხმების მოკლე ვადაში მიღწევისთვის.

28 მარტს კრისტიან დანიელსონი საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 12-19 მარტს გაიმართა. 22 მარტს კი შარლ მიშელმა განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციას გააგრძელებს

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე: ჯანდაცვის მესვეურები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ თუ არ მივიღებთ შესაბამის ზომებს, შესაძლოა, საქართველოც დადგეს მესამე ტალღის წინაშე
Next post მიხეილ სარჯველაძე: კომპრომისი ულტიმატუმების დაყენებას არ გულისხმობს