ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026

მიხეილ სააკაშვილი – იმისათვის, რომ ამჯერადაც არ მოვსრიალდეთ, საჭიროა ყველა შეცდომის გადაუდებელი გაანალიზება – არ ვაპირებ გავუფრთხილდე ვინმეს სენტიმენტებს, თუ გვინდა ძალის აკრეფა, აუცილებელია კრიტიკის მიღებაც

უნდა შევწყვიტოთ პიროვნული გარჩევები და სამიზნე გავასწოროთ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დამანგრეველ, ცინიკურ, სასტიკ რეჟიმზე და ხალხთან ერთად მოუსავლეთში გავუშვათ ის, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

სააკაშვილი რამდენიმე საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მისი შეფასებით, ოპოზიციის შეცდომაა.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, „შეცდომაა პოლიტიკის მთლიანად ქუჩით ჩანაცვლება, ქუჩა ბრძოლის აუცილებელი ელემენტია, მაგრამ პოლიტიკის გარეშე ძალიან გაძნელდება“.

„დიქტატურა ირყევა, სინამდვილეში, ის უფრო სუსტია, ვიდრე როდისმე, ბოლო დღეებიც ამას ადასტურებს. წარმოშობილია უზარმაზარი ვაკუუმი, რომელიც აქტიურმა ადამიანებმა და ოპოზიციამ უნდა შეავსონ. იმისათვის, რომ ამჯერადაც არ მოვსრიალდეთ, საჭიროა ყველა ჩვენი შეცდომის გადაუდებელი გაანალიზება და სასარგებლო დასკვნების გამოტანა. ჰოდა, გადავწყვიტე ამ ყველაფერზე ძალიან ღიად საუბარი და არ ვაპირებ გავუფრთხილდე ვინმეს სენტიმენტებს, თუ გვინდა ძალის აკრეფა, აუცილებელია კრიტიკის მიღებაც. დიდი შეცდომა იყო ეროვნული პატრიოტული თემის „ქოცებისთვის“ დათმობა, მაშინ, როცა იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება იყო ღრმად პატრიოტული, ჯანსაღად ნაციონალისტური ხელისუფლება, მაშინ როცა ამათ პატრიოტიზმი ცინიკურ იმიტაციამდე დაიყვანეს და სინამდვილეში, სამშობლოს აქტიურად ჰყიდიან. ჩვენ ვერ შევძელით ამის სათანადოდ კარგად ახსნა. დიდი შეცდომა იყო ოპოზიციის მხრიდან ომი და მშვიდობის თემის იგნორირება, უნდა აგვეხსნა, რომ სწორედ “ქოცური” კაპიტულანტობა, განიარაღება, მეგობრების დაკარგვა იწვევს აქ ომს. განსაკუთრებით დიდი შეცდომაა კონკრეტული სოციალური თემების თითქმის სრული იგნორირება, ისე რომ ეს ხალხს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ ოპოზიცია ისედაც კარგად ცხოვრობს, ხალხის პრობლემები არ აინტერესებს და ძირითადად, დაკავებულია საკუთარი თავის წარმოჩენით და ურთიერთ-გარჩევებით. შეცდომაა პოლიტიკის მთლიანად ქუჩით ჩანაცვლება, ქუჩა ბრძოლის აუცილებელი ელემენტია, მაგრამ პოლიტიკის გარეშე ძალიან გაძნელდება. ასევე, მცდარია ფაქტობრივად, შიდა ემიგრაციაში წასვლა, პასუხისმგებლობის მოხსნა და მხოლოდ დასავლეთის იმედად ყოფნა, რასაც ზოგიერთი ოპოზიციაში მუდმივად ასხივებს მუდმივი მკითხაობით: “აბა რუბიომ რაზე დარეკა, ალიევმა რა ჩამოიტანა”, იმის ნაცვლად, რომ ვიფიქროთ, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ – მავნებლობაა. ერთი და იმავე დაუსრულებელ წრეზე სიარული არაფერს გვაძლევს. თარიღების დაკიდება, თან სათანადო ახსნის გარეშე ბევრს არაფერს იძლევა, როგორც წარსულში არაერთხელ დავრწმუნდით. სამაგიეროდ, რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა სპონტანური აქციები, როგორიც იყო „გავრილოვის ღამე“ და კობახიძის განცხადების შემდეგ გამოსვლები (ასევე უცხოეთის გამოცდილება (კიევი 2014, ნეპალი 2025)) რომლებიც მიგვიყვანა რეჟიმის შეცვლამდე პოლიტიკური სპექტრი რომ მზად ყოფილიყო, თუმცა სპონტანური აქციები ციდან არ ეცემა. ისინი დაგროვილი საპროტესტო ენერგიის გამოხატულებაა და ამ ენერგიის დაგროვება ხდება ხალხთან მუდმივი მუშაობით. ეს მუშაობა ვერანაირად შემოიფარგლება ვერც ტელევიზიებით და ვერც სოციალური ქსელებით. ყველა ტელევიზიის ყურებადობა (სამთავრობოც და ოპოზიციურიც, ნუ სამთავრობოსი უფრო) მკვეთრად შემცირებულია. სოციალურ ქსელებში ერთი და იმავე „ბაბლში“ ვტრიალებთ გაუთავებლად და ეს პირიქით, გათიშვას უწყობს ხელს. საჭიროა იდენტიფიცირება კონკრეტული პრობლემების და მათზე მუშაობა აქტიური ჯგუფების შექმნით, იმის გამოცხადება, რომ ახლა ჩვენ ვერ დავწვრილმანდებით, მთავარი ივანიშვილი შეიცვალოს და მერე ყველა პრობლემა თავისით მოგვარდება, ჩემი აზრით, არის ძირშივე არასწორი – როგორ უნდა შეიცვალოს, თუ მოვლენების სათავეში არ ჩავალთ. განსაკუთრებით მცდარია ის გამონათქვამები, რომ ფართო მასის აზრზე მეტად საკუთარი ვიწრო წრის აზრი გაინტერესებთ. ასეთი მიმართულება უფრო ადვილს ხდის ოპოზიციის ნეიტრალიზაციას, ვინაიდან მათ მჯდომარე სამიზნედ აქცევს. მაშინ, როცა კონკრეტულ პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივი მთლიანობაში მოუხელთებელი ჯგუფები პრობლემას უქმნიან რეჟიმს და პატარ-პატარა გამარჯვებებს იპოვებენ, რომელიც შემდეგ გადაიზრდება დიდ გამარჯვებაში იმიტომ, რომ საყოველთაო საპროტესტო ენერგიას აგენერირებს. ეს ყველაფერი გამოსწორებადია. მე არც იმ თეზისს ვეთანხმები, რომელიც განსაკუთრებით უნგრეთის ამბის შემდეგ მუსირებს, რომ მხოლოდ ძლიერი ლიდერი შეძლებს სიტუაციის შეცვლას. ასე მართლა იყო „ვარდების რევოლუციის“ დროს, მაგრამ შევარდნაძე დიქტატორი არ იყო, მითუმეტეს არც ორბანი. აქ დიქტატურაა და ამიტომ, ბევრი სხვადასხვა ჯგუფი ასიმეტრიული მოქმედებებით და საჭირო დროს გაერთიანებით ააყირავებს დიქტატურას. რა უნდა მოხდეს რეჟიმის შეცვლის მერე. ახლა გამეფებული კონცეფციაა, რომ მხოლოდ კოალიციური მთავრობა გადაარჩენს საქართველოს. მიუხედავად იმისა, რომ ამ თეზისის წინააღმდეგ წასვლა იწვევს ლიბერალების წასევას, მე მაინც ვიტყვი, რომ კოალიციური მთავრობა არის დემოკრატიული მმართველობის ყველაზე უარესი ფორმა. რატომ უარესი – იმიტომ, რომ კოალიცია იწვევს პოლიტიკურ კორუფციას. როცა რესურსები იმის მაგივრად, რომ ხალხისკენ მიიმართოს, კოალიციის სხვადასხვა წევრების მოსყიდვას ხმარდება. ასევე, კოალიციის პირობებში ბევრად უფრო ჭირს გადაწყვეტილების მიღება. ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი სისუსტე იმაშია, რომ ის ძალიან ადვილად პროგნოზირებადია დიქტატურისთვის. საერთო ჯამში, ოპოზიციამ უნდა შეწყვიტოთ წინასწარ გაკვალული ტრაექტორიით ერთი და იგივე წრეზე სიარული. უნდა შეწყვიტოთ რეჟიმის მიერ შემოგზავნილი სუბიექტების ფულის აღება, ვითომ უმნიშვნელო კომპრომისების ფასად, უნდა შევწყვიტოთ პიროვნული გარჩევები და სამიზნე გავასწოროთ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დამანგრეველ, ცინიკურ, სასტიკ რეჟიმზე და ხალხთან ერთად მოუსავლეთში გავუშვათ ის“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ისრაელ კაცი – ისრაელის სამხედროები ირანზე თავდასხმისთვის აშშ-სგან მწვანე შუქს ელოდებიან, რათა ირანი „ქვის ხანაში“ დააბრუნონ

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მზადაა, ირანის წინააღმდეგ ომი განაახლოს.როგორც კაცმა აღნიშნა, „ისრაელის სამხედროები აშშ-სგან მწვანე შუქს ელოდებიან, უპირველეს ყოვლისა, ხამენეის დინასტიის განადგურების დასასრულებლად“.თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ირანის ენერგეტიკულ და ეკონომიკურ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმით ქვეყანა „ბნელ და ქვის ხანაში“ დაბრუნდება.„ამჯერად თავდასხმა განსხვავებული და სასიკვდილო იქნება და დამანგრეველ დარტყმებს მიაყენებს ყველაზე მტკივნეულ ადგილებში, რაც შეარყევს და დაანგრევს ირანის საფუძვლებს“, – განაცხადა კაცმა.ცნობისთვის, ისრაელ კაცმა გაიმეორა რამდენიმე კვირის წინ დონალდ ტრამპის განცხადება, რომლის მიხედვითაც, თეირანი თუ შეთანხმებას არ დადებს, მას „ქვის ხანაში“ დაბრუნება ელოდება.

დონალდ ტრამპი – ირანთან ომში აშშ-ს ნატო საერთოდ არ სჭირდებოდა, თუმცა ალიანსი იქ უნდა ყოფილყო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მიმართებით მისი მიდგომა შედეგს იძლევა.„მეორე მხარეს გარიგების დადება ძალიან უნდა. რასაც არ უნდა ვამბობდე ან ვაკეთებდე, როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად მუშაობს“, – აღნიშნა ტრამპმა, როდესაც მას ირანის მიმართ მუქარის შესახებ ჰკითხეს.ნატო-ს შესახებ საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანთან ომში აშშ-ს ალიანსი „საერთოდ არ სჭირდებოდა“, თუმცა მისივე თქმით, ნატო „იქ უნდა ყოფილიყო“.ჟურნალისტმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჰკითხა, მაშინ რატომ სურდა ალიანსის წევრების ჩართვა კონფლიქტში. „მინდოდა მენახა, ჩაერთვებოდნენ თუ არა“, – აღნიშნა ტრამპმა.ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთს „სულ მცირე მინიმალური ძალისხმევა მაინც უნდა გამოევლინა და უფრო თბილი სიტყვები უნდა ეთქვა“,აშშ-ის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან ურთიერთობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, თუ სტარმერი „ჩრდილოეთ ზღვას გახსნის” და „მიგრაციის პოლიტიკა გაამკაცრებს”, ურთიერთობა შეიძლება „აღდგეს”. როგორც ტრამპმა აღნიშნა, სტარმერი თუ ამას არ გააკეთებს, შანსი არ ექნება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამარჯვებული სტუდენტები კლაუს ჰიპმა დააჯილდოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტი ელენე იობაშვილი და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი თამარ ოთინაშვილი სახელგანთქმულმა გერმანელმა მეწარმემ, ხელოვანმა და ქველმოქმედმა, ბავშვთა კვების მსოფლიო ბრენდის დამფუძნებელმა - დოქტორმა კლაუს ჰიპმა სტუდენტური კონკურსის გამარჯვებულებად დაასახელა და ინოვაციური პროექტების წარმატებით განხორციელებისათვის პირადად დააჯილდოვა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების საუნივერსიტეტო ოფისის ორგანიზებით გამართული ღონისძიების ფარგლებში, კომპანია HiPP-ის დამფუძნებელმა სტუდენტებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე გაუზიარა. ცნობილმა მეცენატმა დაანონსა მორიგი თემატური კონკურსი, რომელიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს თავიანთი ინოვაციური იდეები პრაქტიკულ პროექტებად გარდაქმნან და რეალურ გარემოში გამოსცადონ. როგორც კლაუს ჰიპმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას აღნიშნა, ტრადიციად ქცეული სტუდენტური კონკურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში კრეატიული აზროვნებისა და პრაქტიკული უნარების გაძლიერებას, შემოქმედებითი მიდგომების განვითარებას და ინოვაციური იდეების გენერირების ხელშეწყობას, რაც მათ საშუალებას აძლევს რეალურ გამოწვევებს არასტანდარტულად მიუდგნენ, საკუთარი პოტენციალი სრულად გამოავლინონ და პროფესიულ სფეროში წარმატებით ინტეგრირდნენ. სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელის შეფასებით, დოქტორ კლაუს ჰიპის პატრონაჟით განხორციელებული პროექტები მიზნად ისახავს ახალგაზრდების პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას და ამასთან ერთად, მათ საშუალებას აძლევს პროფესიული პრაქტიკა გერმანიაში გაიარონ. გიორგი მიქიაშვილის თქმით, მსგავსი ინიციატივები, რომლებიც სტუდენტებს იდეების რეალიზაციისა და პრაქტიკაში გამოცდის შესაძლებლობას უქმნის, მნიშვნელოვნად ზრდის მათ მოტივაციას, თავდაჯერებასა და პასუხისმგებლობას, ასევე ხელს უწყობს საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობის გაღრმავებას და საერთაშორისო გამოცდილების მიღებას.„კონკურსებში მონაწილეობა სტუდენტებს უბიძგებს, გასცდნენ თეორიული სწავლების ჩარჩოებს და რეალურ პროექტებზე მუშაობის გზით განივითარონ როგორც კრეატიული, ისე ანალიტიკური აზროვნება. ამასთან, მსგავსი პროექტები ხელს უწყობს გუნდური მუშაობის, პრობლემების გადაჭრისა და ინოვაციური მიდგომების ჩამოყალიბებას, რაც თანამედროვე შრომით ბაზარზე განსაკუთრებულად მოთხოვნად უნარებად მიიჩნევა. დოქტორი კლაუს ჰიპის ჩართულობა არა მხოლოდ ზრდის პროექტების ხარისხსა და მასშტაბებს, არამედ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ ევროპულ გამოცდილებას და უკეთ მოემზადონ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროფესიულ გარემოში ინტეგრაციისთვის. მსგავსი კონკურსები ქმნის ძლიერ სტიმულს ახალგაზრდებისთვის, რომ გააქტიურდნენ, აიღონ ინიციატივა და თავიანთი იდეები რეალურად განახორციელონ. ეს ხელს უწყობს, ერთი მხრივ - ინდივიდუალური პოტენციალის და მეორე მხრივ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კვლევითი გარემოს გაძლიერებას. კლაუს ჰიპის პატრონაჟით კონკურსი ყოველწლიურად ცხადდება. შედეგად, საერთო ჯამში, 40-ზე მეტმა გამარჯვებულმა სტუდენტმა გაიარა გერმანიაში 2-თვიანი პრაქტიკა. წლევანდელ კონკურსში ჩვენმა ორმა სტუდენტმა გაიმარჯვა - ვულოცავთ მათ ამ დიდ წარმატებას. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტმა თამარ ოთინაშვილმა ჯერ არ იცის კონკურსში გამარჯვების შესახებ. ის საქართველოში არ იმყოფება და ჩამოსულს დიდი სიურპრიზი ელოდება. კიდევ ერთხელ ვულოცავ სტუდენტებს გამარჯვებას “, - ამბობს გიორგი მიქიაშვილი.სტუ-ის ინფორმაციით, კომპანია HiPP-ის დამფუძნებლის, დოქტორ კლაუს ჰიპის პატრონაჟით დაანონსებული ახალი კონკურსის პირობებისა და რეგისტრაციის ვადების შესახებ დეტალური ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტისთვის იქნება შესაძლებელი.

ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმობა მიესაჯა

ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმობა მიესაჯა

„გახარია საქართველოსთვის“ – მიხეილ ყაველაშვილმა ზურაბ პატარიძე აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინა

მიხეილ ყაველაშვილმა, ზურაბ პატარიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად საქართველოს კონსტიტუციური კანონის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინა, - ამის შესახებ განცხადებას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტს კანდიდატურა უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან კონსულტაციის შემდეგ უნდა წარედგინა, მაგრამ მას არავითარი კომუნიკაცია არ ჰქონია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკურ გუნდთან.„დღეს, მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს კონსტიტუციური კანონის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით - ზურაბ პატარიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად წარადგინა.მიუხედავად იმისა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია პირდაპირ ითხოვს, რომ პრეზიდენტმა კანდიდატურა უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან კონსულტაციის შემდეგ წარადგინოს, მას არავითარი კომუნიკაცია არ ჰქონია ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში.მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ დასახელებულ მინისტრების კანდიდატურებს.შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტს მივიჩნევთ არა ფორმალურ შეცდომად, არამედ საქართველოს კონსტიტუციური კანონის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის აშკარა და უხეშ დარღვევად, ინსტიტუციებისა და იმ მოქალაქეების უპატივცემულობად, რომელსაც წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.”, - ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები