მიუღებელია, ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით – რატი ბრეგაძე

Read Time:31 Second

ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ შთაბეჭდილებას არგუმენტით ვერ ამყარებდე, კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სიმართლეს შობს არგუმენტების ჭიდილი და არა უპირობო განცდა, რომ ჭეშმარიტების მონოპოლია შენ გეკუთვნის.

„სკოლაში ვისწავლეთ, სამკუთხედი რომ სამკუთხედია, მაგასაც დამტკიცება უნდა. ვინც ამას ვერ ახერხებდა, საშემოდგომო ყვებოდა. ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია. დასაბუთებული აზრის პატივისცემა არის ევროპული ღირებულებების ქვაკუთხედი. არგუმენტების ჭიდილი შობს სიმართლეს და არა იმის უპირობო განცდა, რომ ჭეშმარიტების მონოპოლია შენ გეკუთვნის“, – წერს რატი ბრეგაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: ვერც კელი დეგნანი, ვერც მეთიუ მილერი და ვერც მოქმედი ელჩი ვერ მოგვევლინებიან ცეკას მეორე მდივნებად, რომლებიც წყვეტდნენ ქვეყნის პოლიტიკას
Next post „ფრთხილად იყავით…“ – ასტროლოგი 3 გეომაგნიტურ დღეს ასახელებს