მთავრობამ საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონპროექტზე მუშაობა დაასრულა და მას პარლამენტს წარდუგენს

Read Time:44 Second

მთავრობამ საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონპროექტზე მუშაობა დასრულდა და მას პარლამენტს წარუდგენს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ფონდების შესახებ კანონი კაპიტალის ბაზრის შემდგომი განვითარებისთვის აუცილებელია.

„ფონდების შესახებ კანონზე მუშაობა მიმდინარეობდა დაახლოებით ოთხი წელი. ეს მუშაობა დასრულდა წარმატებულად. ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ, რომ ფონდების შესახებ კანონი არის უაღრესად აუცილებელი კაპიტალის ბაზრის შემდგომი განვითარებისთვის. კაპიტალის ბაზრის განვითარება გახლავთ ერთადერთი და ყველაზე ეფექტური საშუალება ეკონომიკაში ფინანსური რესურსის გადანაწილებისთვის. დღეს ჩვენ ეს მუშაობა დავასრულეთ და შესაბამისი კანონმდებლობა გადაეგზავნება პარლამენტს. ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ძალზედ მნიშვნელოვანია ქართული ბიზნესგარემოს განვითარებისა და უცხოური კაპიტალის მოზიდვისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, აღნიშნული კანონის მიღება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

„ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეკონომიკაში კაპიტალის გადანაწილებისთვის, კაპიტალის ბაზრის განვითარება, ისევე, როგორც ფონდების შესახებ კანონი, იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის სხდომის დღის წესრიგში განსახილველად 11 საკითხია შეტანილი, მათ შორის არის „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონის პროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ვახტანგ გომელაური უხელმძღვანელებს  
Next post გიორგი გახარია – ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისა და წითელი წიგნის ნუსხის სახეობების შენარჩუნებისთვის