ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ვახტანგ გომელაური უხელმძღვანელებს  

Read Time:30 Second

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დაინიშნა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„მინდა, მოგახსენოთ სიახლე. მოგეხსენებათ, უშიშროების საბჭო არის უაღრესად მნიშვნელოვანი ორგანო, განსაკუთრებით დღეს, რომელიც ეფექტურად უნდა მუშაობდეს და ფუნქციონირებდეს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, წარმოგიდგენთ უშიშროების საბჭოს ახალ მდივანს. ეს გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. ბატონ ვახტანგს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნას, რა თქმა უნდა, შეთავსებით. ეს ნიშნავს იმას, რომ მისი ფუნქციონალი ისევე, როგორც ძალისხმევაც იქნება გაზრდილი და უფრო ეფექტური“ , – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი ლევან იზორია ხელმძღვანელობდა, რომელმაც თანამდებობა იანვარში დატოვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბიძინა, ბერა და ბერუკა ივანიშვილები
Next post მთავრობამ საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონპროექტზე მუშაობა დაასრულა და მას პარლამენტს წარდუგენს